|
13.12.2011
თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულებულია
თბილისის მე-12 კინოფესტივალი 11 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურა.
ჩვენ არ გემშვიდობებით - მომავალ წელს კინოში შევხვდებით მეტი სიახლითა და საინტერესო პროგრამით.
|
|
12.12.2011
კინოფესტივალის დახურვა და საქართველოს ბანკის პრიზი საუკეთესო ქართული ფილმის რეჟისორისთვის
11 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში საზეიმოდ დაიხურა თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი. წელს ტრადიციულად ქართულ პანორამაში წარმოდგენილი იყო უახლესი ქართული ფილმები. ნაჩვენები იქნა 15 ქართველი რეჟისორის ნამუშევარი.
წელს პირველად საქართველოს ბანკმა დააწესა პრიზი (სრულად)
|
|
08.12.2011
იტალიელი პროდიუსერის, ანჯელო კურტის მასტერკლასი
8 დეკემბერს, თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, იტალიელი ანჯელო კურტი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „პროდიუსერის შემოქმედებითი როლი დამოუკიდებელ კინოში“. (სრულად)
|
|
08.12.2011
ლევან აკინის „უკანასკნელი საქმე“, კ/თ ამირანში, 8 დეკემბერს, 15:00
მოკლემეტრაჟიანი, 20 წუთიანი ფილმი „უკანასკნელი საქმე“, ხვალ 8 დეკემბერს,
15:00 საათზე კინოთეატრ ამირანში იქნება ნაჩვენები. (სრულად)
|
|
07.12.2011
ამერიკელი პროდიუსერის და სცენარისტის ჯიმ სტარკის მასტერკლასი
7 დეკემბერს, 17:00–ზე, კ/თ „ამირანის“ მე-2 დარბაზში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი ჯიმ სტარკი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „პროდიუსერის შემოქმედებითი როლი დამოუკიდებელ კინოში“. (სრულად)
|
|
07.12.2011
ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლეო კარაქსის პრესკონფერენცია
8 დეკემბერს, 12:00 საათზე “ევროპის სახლში”თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლეო კარაქსის პრესკონფერენცია (თავისუფლების მოედანი 1, თბილისი, საქართველო). (სრულად)
|
|
07.12.2011
Pitch.Doc: 2011 8-10 დეკემბერს
8-10 დეკემბერს გოეთეს ინსტიტუტში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში უკვე მესამედ გაიმართება ინდუსტრიული სახის ღონისძიება Pitch.Doc:2011.(სრულად)
|
|
07.12.2011
MADE IN GERMANY /დამზადებულია გერმანიაში
წელს, 7 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, გოეთეს ინსტიტუტი თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებელს თავის ტრადიციულ პროგრამაში „დამზადებულია გერმანიაში“ წარუდგენს 6 ახალ ფილმს, რომელიც ყველა იმ თემას, სამუშაო ფორმატსა და ადგილს მოიცავს, რომელსაც თანამედროვე გერმანული კინემატოგრაფი ეხება. (სრულად)
|
|
07.12.2011
შეხვედრა ცნობილ ფრანგ რეჟისორთან, ლეო კარაქსთან
7 დეკემბერს, 21:00–ზე, კ/თ „ამირანის“ მცირე დარბაზში თბილისის მე-12
საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, ფრანგი რეჟისორი ლეო
კარაქსი შეხვდება დამსწრე საზოგადოებას. (სრულად)
|
|
06.12.2011
გამოფენა გალერეა "9"–ში
პროექტი L.A.F. (გაიცინე და დაივიწყე)
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად
წარმოგიდგენთ:
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს
|
|
05.12.2011
ფესტივალი გაიხსნება 6 დეკემბერს, 19:00 საათზე ალექსანდრ სოკუროვის ფილმით „ფაუსტი“, კინოთეატრ „ამირანში“
სოკუროვის „ფაუსტი“ არ არის გოეთეს ტრაგედიის ეკრანიზაცია, ეს უფრო იმის წაკითხვაა, რაც სტრიქონებს შორის დარჩა. რა ფერისაა სამყარო, რომელშიც მასშტაბური იდეები ჩნდება? როგორი სუნი აქვს მას? (სრულად)
|
|
03.12.2011
პროდიუსერი და სცენარისტი ჯიმ სტარკი საქართველოშია
თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი, ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი, ჯიმ სტარკი 3 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა (სრულად)
|
|
02.12.2011
კინოფესტივალის სტუმარი, წარმოშობით ქართველი რეჟისორი ლევან აკინი
კინოფესტივალის სტუმარი იქნება წარმოშობით ქართველი რეჟისორი შვედეთიდან ლევან აკინი, რომელიც ჩამოდის თავის პროდიუსერ, ერიკა სტარკთან ერთად. (სრულად)
|
|
30.11.2011
ფესტივალის პროგრამა
ჩვენს ვებ–გვერდზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ ფილმების ჩამონათვალი, რომელიც ნაჩვენები იქნება თბილისის მე–12 საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმების განრიგი გამოქვეყნდება 2 დეკემბერს.
|
|
29.11.2011
პრეს-რელიზი
2 დეკემბერს დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები.
|
|
26.11.2011
ლეო კარაქსი თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე
წელს თბილისის კინოფესტივალის სტუმარი ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი ლეო კარაქსი იქნება. მისი ფილმები გამორჩევა პოეტური სტილით და სიყვარულის თავისებური აღქმით. (სრულად)
|
|
24.11.2011
საქართველოში შვედეთის ელჩის, დიანა იანსეს წერილი
შვედეთის საელჩოს ეამაყება თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობა. ფესტივალის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ცხრა შვედური ფილმი, თითოეულისთვის ეს პრემიერა იქნება საქართველოში. (სრულად)
|
|
23.11.2011
შვედური ფილმების პროგრამა თბილისის კინოფესტივალზე
წელს თბილისის კინოფესტივალის ერთ–ერთი გამორჩეული ნაწილია შვედური ფილმების პროგრამა, რომელიც შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შვედეთის საელჩოს დიდი მხარდაჭერით მომზადდა. (სრულად)
|
|
18.11.2011
პროგრამა "დამზადებულია გერმანიაში"
წელს გოეთეს ინსტიტუტი თავისი ტრადიციული პროგრამით „დამზადებულია გერმანიაში“, რომელიც 6 ახალ ფილმს მოიცავს, თბილისის კინოფესტივალის მაყურებელს საშაუალებას აძლევს (სრულად)
|
|
16.11.2011
კინოფესტივალის ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს!
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იძულებულია ფინანსების სიმცირის გამო შეამციროს პროგრამა, გააუქმოს რამდენიმე ტრადიციული სექცია, როგორიცაა საერთაშორისო კონკურსი, ჰორიზონტები, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟინაი ფილმები, კინოსკოლები. (ვრცლად)
|
|