მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფესტივალის მეოთხე დღე!
კინოფესტივალი მედიაში
2016-12-01

დღეს პირველ დეკემბერს კინოფესტივალის პროგრამა ძირითადად ორიენტირებული იყო პოლონურ კინოზე. ამირანი მეორე დარბაზში მთელი დღის განმავლობაში გადიოდა ფილმები პოლონური ფილმების სექციიდან, თითოეული მათგანის დასრულების შემდეგ კი გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ავტორებთან.

18:00 საათზე პოლონელმა სტუმარმა იაკუბ მაიმურეკიმ წაიკითხა ლექცია პოლონეთის კინოინდუსტრიის შესახებ სახელწოდებით: ფერფლიდან ალმასამდე.

დღის ბოლოს გაიმართა რეზო ესაძის ფილმის ,,თვე, როგორც ერთი დღე’’ პრემიერა. ფილმის შემდეგ, ბატონ რეზოს კინოფესტივალის გენერალურმა დირექტორმა გაგა ჩხეიძემ გადასცა საპატიო პრომეთე - კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი ,,ანას ცხოვრება’’.

მნახველთა რაოდენობა: 1968