მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კინოფესტივალის დასკვნითი ნაწილი
კინოფესტივალი მედიაში
2016-12-03

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა.  სწორედ დღეს, 3 დეკემბერს 19:00 საათზე გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება ფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს და ვერცხლის პრომეთეს მფლობელი. კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც, ტრადიციულად, ევროპელი რეჟისორების სადებიუტო ფილმები მონაწილეობს, წელს ორი ქართველი რეჟოსორის ფილმიც მონაწილეობს.

საერთაშორისო კონკურსში ევროპელი რეჟისორების პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები მონაწილეობს. კონკურსის მიზანია, მაყურებელს ევროპული კინოს მომავლის სახეები წარუდგინოს და წარმოაჩინოს მომავლის კინოს ტენდენციები.

წლევანდელი საკონკურსო ფილმებია:

1. კარგი ცოლი - მირჟანა კარანოვიჩი, სერბეთი/ბოსნია-ჰერცოგოვინა/ხორვატია, 2016, 90’

2. მელნის გემო - მორგან სიმონი, საფრანგეთი, 2016, 79’

3. ანას ცხოვრება - ნინო ბასილია, საქართველო, 2016, 108’

4. ძაღლები - ბოგდან მირიკა, რუმინეთი, 2016, 103’

5. პატარა ადამიანების მიწა - იანივ ბერმანი, ისრაელი, 2016, 83’

6. მამაჩემის ფრთები - კივან სეზერი, თურქეთი, 2016, 101’

7. თავი დამანებეთ! - ჰანა იუშიჩი, ხორვატია/დანია, 2016, 105’

8. სხვისი სახლი - რუსუდან გლუჯიძე, საქართველო, 2016, 103’

9. ტალღები - გჟეგორჟ ზარიჩნი, პოლონეთი, 2016, 77’

10. ჟალეიკა - ელიზა პეტკოვა, გერმანია/ბულგარეთი, 2016, 92’

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს აფასებს ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობითჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტიაჟიურის წევრები არიან იტალიელი რეჟისორი დავიდე ფერარიო, გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, შვედი კინომცოდნე ევა გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.

საერთაშორისო კონკურსის გარდა, გამოვლინდება ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ჟიურის მუდმივ წევრებთან, გერმანელ კინომცოდნე ერიკა და ულრიხ გრეგორებთან ერთად წელს ქართულ ფილმებს აფასებენ ამერიკელი კინომცოდნეები ლიზა ნესელსონი და გლენ მირენი.

ქართული პანორამა ფესტივალის ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ კინემატოგრაფისტებს, ფართო მაყურებლის წინაშე წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები.

შეგახსენებთ წლევანდელ საკონკურსო ფილმებს:

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები

1.        ანას ცხოვრება - ნინო ბასილია, 2016, 108’

2.        თვე, როგორც ერთი დღე - რეზო ესაძე, 2016,  129’

3.        სხვისი სახლი - რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/ რუსეთი/ესპანეთი/ხორვატია, 2016, 103’

დოკუმენტური ფილმები

1.        ჩვენი წელთაღრიცხვით 2015 - ხათუნა ხუნდაძე, 2016, 10’

2.        ძაღლზე უკეთესი - კოტე კალანდაძე, 2016, 27’

3.        ნივთები - ნინო გოგუა,  2016, 63’

4.        მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მეთომა ჩაგელიშვილიგერმანია/საქართველო, 2015, 72’

5.        მე გადავცურე ენგური - ანუნა ბუკია, 2016, 61’

6.        Life is Be - ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, 2016, 84’

7.        მოუსმინე სიჩუმეს - მარიამ ჭაჭია, საქართველო/კატარი 2016, 80’

8.        ოთახები - ცირა გვასალია, 2016, 50’

9.        ჩეჩნეთის გზაჯვარედინი - ალექსანდრე კვატაშიძესაქართველო/საფრანგეთი/ესტონეთი/ნიდერლანდები,  2016, 62’

10.      დაისის მიზიდულობა - სალომე ჯაში, საქართველო/გერმანია, 2016, 74’

მოკლემეტრჟიანი მხატვრული ფილმები

1.        ლეთა - დეა კულუმბეგაშვილი,საფრანგეთი/საქართველო, 2016, 15’

2.        დაკარგული სოფელი - გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი,  2016, 16’

3.        დღის ბოლომდე - ანა სარუხანოვა, საქართველო, 2016, 15’

4.        ტრაგედია უგმიროდ  - თენგო ასიტაშვილი, გიორგი ოქრიაშვილი, საქართველო, 2015, 19’

5.        ანას მოლოდინში  - გიორგი მუხაძე,საქართველო, 2016, 15’

 

2016 წელი პოლიტიკის, პოლიტიკოსების და არჩევნების წელი იყო. შესაბამისად, ფესტივალის მთავარი თემაც პოლიტიკაა. ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი გერმანელი რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა იყო, რომლის ფილმითროზა ლუქსემბურგითგაიხსნა ფესტივალი, რჟისორს კი ფეტსივალის საპატიო პრომეთე გადაეცა. წლევანდელი ფესტივალის ქვეყანა ფოკუსში კი პოლონეთია.

წლევანდელი ფესტივალის ოფიციალურ ნაწილს ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის  მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ (2016) დახურავს. 

აბას კიაროსტამს, თავისი კამერით, იტალიის სამხრეთში გადავყავართ, ხეივნების და კიბეების ლამაზ და მხიარულ ვიდეოებს გვთავაზობს. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარია.

პირველი ფილმი, რომელმაც კიაროსტამის საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1973 წელს გადაღებული „გამოცდილება“ იყო. თავისი კინოკარიერის მანძილზე ირანელ რეჟისორს მიღებული აქვს 76 საერთაშორისო ჯილდო. 2016 წელს გადაღებული „წამიყვანე სახლში“ კი ირანელი რეჟისორის ის ბოლო ნამუშევარია, რომელიც მან 76 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე გადაიღო.

როგორც ყოველთვის, წელსაც, ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ფესტივალის გენერალური სპონსორიაჭარანეტი. ქართულ პანორამას წარმოადგენს „პაშა ბანკი“. პოლიტიკის სექციის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია სასტუმრო „Rooms Tbilisi“.  მედია პარტნიორები: ჟურნალი ინდიგო, არტარეა და რადიო ჯიპა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1976