მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ანიმაციის ვორქშოფი 05/12/2017 - 07/12/2017
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-07

5-7 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება ანიმაციის ვორქშოფი, რომელსაც ფრანგი რეჟისორი კლოე მაზლო გაუძღვება.

ვორქშოფის განმავლობაში, მონაწილეები სხვადასხვა მედიის გამოყენებით ანიმაციური დღიურის შექმნაზე იმუშავებენ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით მათ, ვინც აუდიოვიზუალურ ხელოვნებასა და კინოშია ჩართული. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.

თუმცა, შეზღუდულია მონაწილეთა რაოდენობა. სპეციალური კომისიის მიერ მოხდება 20 მონაწილის არჩევა, რომელთა ვინაობაც, თბილისის კინოფესტივალის ვებ-გვერდზე, 24 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: opencall@tbilisifilmfestival.ge და გთხოვთ, წერილში აღნიშნოთ, თუ რატომ გსურთ აღნიშნულ ვორქშოფში მონაწილეობა.

სამოტივაციო წერილის მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი, 2017.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 907