მედია / პროფესიონალები → სიახლეები → რატი ონელის ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

გუშინ გაიმართა რატი ონელის დოკუმენტური ფილმის „მზის ქალაქი" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

ფილმი „მზის ქალაქი" პოსტაპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით - მანგანუმის შახტით.

რატი ონელი 1999-2014 წლებში ცხოვრობდა ნიუ იორკში, შემდეგ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც დოკუმენტურ ფილმ „მზის ქალაქზე" მუშაობა დაიწყო. „მზის ქალაქი" რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია.

ფოტო: ნინო კანკავა

 

 

მნახველთა რაოდენობა: 204