მედია / პროფესიონალები → სიახლეები → აკრედიტაციებზე განაცხადების მიღება დაიწყო
კინოფესტივალი მედიაში
2018-10-02

დღეიდან მედიის წარმომადგენლებსა და კინოპროფესიონალებს შეუძლიათ აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე შეავსონ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრედიტაციებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

აკრედიტაცია კინოპროფესიონალებისთვის
http://www.tbilisifilmfestival.ge/index.php?lang=1&page=menu&l_menu=22

აკრედიტაცია მედიისთვის
http://www.tbilisifilmfestival.ge/index.php?lang=1&page=menu&l_menu=21

შეგახსენებთ, რომ 3-9 დეკემბერს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება, რომელზეც ახალი ქართული, ევროპული და აზიური ფილმები იქნება წარმოდგენილი.

წლევანდელი კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა იტალია, ხოლო სექციაში „ბალტიისპირეთი-100" უახლესი ლიტვური, ლატვიური და ესტონური ფილმები იქნება ნაჩვენები.

მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის თემაა "ლიტერატურა და კინო", რომელშიც საინტერესო ეკრანიზაციებს და მწერლებზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებს შემოგთავაზებთ.

ამას გარდა, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინო ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართება პროგრამა „ბერგმანი-100", სადაც მაყურებელს შვედი რეჟისორის ფილმების ნახვის საშუალება მიეცემა. მათ შორისაა ფილმები: „მარწყვის მდელო", „პერსონა", „შემოდგომის სონატა" და სხვა.

ფესტივალის საპატიო „პრომეთე" წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა და მაყურებელს, მისი ფილმების რეტროსპექტივას შევთავაზებთ.

ფესტივალს ტრადიციისამებრ ეწვევიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული კინემატოგრაფისტები. ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება საინტერესო შეხვედრები, უორქშოფები და მასტერკლასები.

 

მნახველთა რაოდენობა: 178