"ტალახი" - ფილმის ჩვენება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "ტალახი" - ფილმის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

გუშინ გაიმართა ფილმის "ტალახი" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

სახლის დაკარგვის შიშით, 17 წლის რაია და მისი პატარა ძმა ბებიის სიკვდილს მალავენ. რაიას თავი ისე უჭირავს, თითქოს ის კიდევ ცოცხალია. იმავდროულად, სრულიად ბოროტად იყენებს თავისი ინგლისურის მასწავლებლის გრძნობებს. დიდი მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი კონტროლიდან გამოდის. რაიას იმედი აქვს, რომ შორეულ ლონდონში მცხოვრები დედა დაეხმარება.

2008 წელს რენარს ვიმბამ დაამთავრა კინორეჟისურის ფაკულტეტი ლატვიის კულტურის აკადემიაში, რიგაში. შემდეგ ბალტიისპირეთის კინო და მედია სკოლაში, ტალინში სწავლობდა. რეჟისორის თანახმად, სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე „მე აქ ვარ" სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ მოთმინებად ღირდა, რადგანაც ბერლინალეზე სექციაში „Generation 14 plus" ბროლის დათვით დაჯილდოვდა.

ფოტო: საბა ხითარიშვილი

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 313