მედია / პროფესიონალები → სიახლეები
კინოფესტივალი მედიაში
2012-11-19
მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსი, ყველა დროის ყველაზე ცნობილი უნგრელი კინორეჟისორი, მრავალი საერთაშორისო კინოპრემიის მფლობელია, (მათ შორის ამერიკული ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის „მეფისტო" (1981) თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია. ვრცლად
2012-11-17
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ცნობილი ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმს „სიყვარული“; ამ ნამუშევრისთვის ჰანეკემ მეორედ მოიპოვა კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს პალმის რტო“, ფილმში მთავარ როლებს ფრანგული კინოს ლეგენდები, ჟან-ლუი ტრენტინიანი, ემანუელ რივა და იზაბელ იუპერი ასრულებენ.  ვრცლად
2012-11-15
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღარებული იტალიელი რეჟისორების, პაოლო და ვიტორიო ტავიანების ბოლო დროის კინოშედევრს „კეისარი უნდა მოკვდეს". ვრცლად
2012-11-14
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის გამორჩეული ფილმი - ახალი ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და უკვე საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს უახლესი ნამუშევარი, "ბორცვებს მიღმა". ვრცლად
2012-11-08
წელს თბილისის 13-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სექციის ”მსახიობი ფოკუსში” საპატიო სტუმარი იქნება ჯანკარლო ჯანინი, მსოფლიო კინოს იტალიელი ვარსკვლავი, რომელმაც თითქმის ყველა მთავარი როლი ითამაშა გამოჩენილი რეჟისორის, ლინა ვერტმიულერის ფილმებში  ვრცლად
2012-11-07
  თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრედიტაცია სრულდება 15 ნოემბერს და გაიცემა მხოლოდ კინოკრიტიკოსებზე, მედია-პარტნიორებზე და ფესტივალის სტუმრებზე. საფესტივალო ფილმების ბილეთის ღირებულებაა 2 ლარი.   
2012-11-07
  მსოფლიოში ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, მოჰსენ მახმალბაფი თბილისის საერთაშორისო მე-13 კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.     ვრცლად
2012-11-07
Pitch.Doc 2012-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შემოტანის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 10 ნოემბრამდე
2012-11-01
აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამის „რეჟისორები საზღვრებს გარეშე" პროდიუსერთა უორქშოპში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შემოტანის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 11 ნოემბრამდე. უორქშოპი პროდიუსერებისთვის თბილისის მე-13 კინოფესტივალის ფარგლებში 4-8 დეკემბერს ჩატარდება. 
2012-10-29
თბილისის მე-13 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 6 ქვეყნის - საქრთველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის - ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრები. ვრცლად