არქივი → ფილმები → გრძელი ნათელი დღეები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: გერმანია / საქართველო / საფრანგეთი
წელი: 2013

Grdzeli nateli dgeebi

102 წთ, ფერადი

რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი სცენარი: ნანა ექვთიმიშვილი ოპერატორი: ოლეგ მუტუ მხატვარი: კონსტანტინე ჯაფარიძე კოსტიუმები: მედეა ბაქრაძე მონტაჟი: შტეფან შტაბენოვი ხმა: პაატა გოძიაშვილი პროდიუსერი: სიმონ გროსი, მარკ ვეხტერი, ნანა ექვთიმიშვილი, გიიომ დე სეი მონაწილეობენ: ლიკა ბაბლუანი, მარიამ ბოკერია, ზურაბ გოგალაძე, დათა ზაქარეიშვილი, ანა ნიჟარაძე, მაკო ნინუა

თბილისი 1990-იანი წლების დასაწყისში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ქაოსმა მოიცვა: აფხაზეთში ომია, ქუჩებში ძალადობა და განუკითხაობა მეფობს, ეკა და ნათია განუყრელი მეგობრები არიან, ისინი დანგრევის პირას მისულ მრავალსართულიან სახლებში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. თითქოს მათ გარშემო სამყაროც ინგრევა, მაგრამ ამ ორს იგივე აღელვებს, რაც 14 წლის გოგონების უმეტესობას: კლასის ჭორები, მუსიკა და საკუთარი ახალგაღვიძებული სექსუალობის ზემოქმედება ბიჭებზე. ყველაფერი იცვლება, როდესაც ნათია იძულებული ხდება, გათხოვდეს...

Production:
Indiz Film
Polare Film
Arizona Films

World Sales:
Memento Films International


ნანა ექვთიმიშვილი
დაიბადა 1978 წელს თბილისში. დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის კონრად ვოლფის სახელობის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი დრამატურგისა და სცენარისტის სპეციალობით. „გრძელი ნათელი დღეები" მისი სარეჟისორო დებიუტია სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოში.

 

სიმონ გროსი
დაიბადა 1976 წელს ბერლინში, გერმანიაში. კინორეჟისურას სწავლობდა მიუნხენის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ 2006 წელს მაროკოში გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ფატა მორგანა". „გრძელი ნათელი დღეები" მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

ფილმმა „გრძელი ნათელი დღეები" არაერთი პრიზი მოიპოვა საერთაშორისო კინოფასტივალებზე, მათ შორის, ბერლინში, სარაევოში, ვისბადენში, ჰონკონგში, სლოვაკეთში, პარიზში. საქართველომ ფილმი 2014 წლის „ოსკარის" კანდიდატად წარადგინა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.


Filmography

Nana Ekvtimishvili
2013 Grdzeli nateli dgeebi / In Bloom
2011 Deda / Waiting for Mum (short)
2007 Dakarguli khmeleti / Lost Mainland (doc.)
Simon Groß
2013 Grdzeli nateli dgeebi / In Bloom
2007 Fata Morgana
2001 Nachtrausch / Elated by Night (short)
1998 Sündenfall / Fall of Man (short)