არქივი → ფილმები → F5
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2012

F5

78 წთ, ფერადი

რეჟისორი: ალექსანდრე ქორიძე სცენარი: ალექსანდრე ქორიძე ოპერატორი: სანდრო დარახველიძე, ლევან პატარაია მხატვარი: თეიმურაზ ქართლელიშვილი მონტაჟი: დავით მეფარიშვილი ხმა: ვანო გვარაძე, სოფიო კუზმენკო-გაგუა, გიორგი გვარჯალაძე პროდიუსერი: ალექსანდრე ქორიძე მონაწილეობენ: ნატო კახიძე, ნატო ფილია, გიორგი გიორგანაშვილი, ლიკა ლაბაძე, ნინო გოგუა, ეკა ამირეჯიბი, ლანა მანჯგალაძე

ფილმი რვა კინონოველისგან შედგება. თითოეული ნოველა რეალური და ილუზორული სამყაროს ზღვარზე თამაშდება. F5-ში ისტორიას მუსიკა ქმნის - რვა ქართული პოპულარული მუსიკალური ჯგუფის მუსიკა. ეს ჯგუფებია: Zurgi, Kung Fu Junkie, Landmark, Stia, TeTe, Svansikh, Pornopoezia და Catch the clouds. ყოველ ნოველაში წარმოდგენილია ერთი ჯგუფის მუსიკალური კომპოზიცია.


ალექსანდრე ქორიძე

დაიბადა 1979 წელს მოსკოვში, რუსეთში. დაამთავრა თბილისის რადიოსა და ტელევიზიის ინსტიტუტი. არის 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. 2006-2011 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც რუსეთის მთავარ სატელივიზიო არხებზე მუშობდა რეჟისორად. F5 მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც დოკუმენტურ, მხატვრულ და მუსიკალურ ჟანრებს აერთიანებს

 

Filmography
2012 F5
2006 Amazon (doc.)
2005 Perpetuum Mobile (doc.)
2004 Borsisti (doc.)
2003 Monastery (doc.)
2003 Che... (doc.)
2002 Tamuna (doc.)
2002 Brazil (doc.)
2001 Alstrome Syndrom (doc.)