არქივი → ფილმები → კომა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2013

Koma

90 წთ, ფერადი

რეჟისორი: არჩილ ქავთარაძე სცენარი: არჩილ ქავთარაძე, ლაშა ბუღაძე ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე მუსიკა: ნიკა მაჩაიძე, გიო ცინცაძე მხატვარი: თეა თელია კოსტიუმები: სიმონ მაჩაბელი მონტაჟი: ლევან კუხაშვილი ხმა: პაატა გოძიაშვილი პროდიუსერი: ვატო ქავთარაძე მონაწილეობენ: გიორგი მასხულია, ჯანო იზორია, მიხეილ ახვლედიანი, ზურაბ ბეგალიშვილი, თეკლა შანშიაშვილი

ახალგაზრდა კაცი, ტიტე გოგია, საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. მისი ორი მსხვერპლი ჰოსპიტალიზებულია, ამათგან ერთი კომაშია. ტიტეს ბედი მათ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ტიტეს ადვოკატებს ერთიმეორეს მიყოლებით ცვლიან, მას კი პატიმრებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ კლინიკაში ათავსებენ, სადაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური იძულების რეჟიმში აქცევენ. სადამდე შეიძლება მივიდეს სისასტიკე და სადიზმი? რამდენ უსამართლობასა და დაცინვას შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?

Production:
Windmill Production

World Sales:
Windmill Production
Tel.: +995 32 2 917343
lashamindiashvili@yahoo.com


არჩილ ქავთარაძე

დაიბადა 1981 წელს თბილისში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული სადიპლომო ნამუშევრით „უსათაუროდ". 2007 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხავრული ფილმი „სუბორდინაცია". „კომა" მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. არჩილ ქავთარაძის ფილმებს საფუძვლად ნამდვილი ამბები უდევს მისი პირადი გამოცდილებიდან.

 

Filmography
2013 Koma / Disorder
2007 Subordinatsia / Subordination
2003 Usataurod / Untitled (short)