არქივი → ფილმები → მედეა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: აშშ / იტალია
წელი: 2013

Medeas

112 წთ, ფერადი

რეჟისორი: ანდრეა პალაორო სცენარი: ანდრეა პალაორო, ორლანდო ტირადო ოპერატორი: ჩეიზ ირვინი მხატვარი: მეტ ჰაილენდი კოსტიუმები: ობრი ბინზერი მონტაჟი: აიზეკ ჰეგი, არდტ პიმოელერი ხმა: ჰერი ჩეინი პროდიუსერი: ჯონათან ვენჯერი, ჯინა რეზნიკი, კაილ ჰელერი, ელეონორა გრანატა ჯენკინსონი თანაპროდიუსერი: ალექსის მაგანი-სილი მონაწილეობენ: კატალინა სანდინო მორენო, ბრაიან ო'ბირნი, მერი მაუზერი, იან ნელსონი, მაქსიმ ნაიტი, ჯეიკ ვონი, კევინ ალეხანდრო, პატრიკ ბირკეტი, ენჯელ ამარალი, ტარა ბაკი

ფილმი სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახის ინტიმურ პორტრეტს გვიხატავს, მისი წევრების დამოკიდებულებას ერთმანეთთან და გარშემომყოფებთან. პირქუში, მშრომელი ფერმერი ენისი ოჯახსა და გარემოზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, მისი ცოლი კრისტინა კი თავის თავში იკეტება და სულ უფრო მეტად სცილდება ქმარსა და ხუთ შვილს. დაძაბულობა მატულობს და თითოეულ პერსონაჟს თავის სურვილებთან და შიშებთან გამკლავება უწევს, რაც საშიშ კონფლიქტში გადაიზრდება კონტროლსა და თავისუფლებას, ინტიმურ სიახლოვესა და გაუცხოებას შორის.

Production:
Varient Pictures
Menta Investments


ანდრეა პალაორო

დაიბადა 1982 წელს ტრენტოში, იტალიაში. ამჰერსტის ჰემპშირ კოლეჯის შემდეგ დაამთავრა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი კინორჟისორის სპეციალობით. მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „კუნსტკამერა" (2008) ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში მონაწილეობდა და ექვსი პრიზით აღინიშნა. „მედეა" რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

Filmography
2013 Medeas
2008 Wunderkammer (short)