არქივი → ფილმები → სექტემბერი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: საბერძნეთი / გერმანია
წელი: 2013

September

105 წთ, ფერადი

რეჟისორი: პენი პანაიოტოპულო სცენარი: კალია პაპადაკი, პენი პანაიოტოპულო ოპერატორი: გიორგოს მიხელისი მუსიკა: გიორგოს ზახარიო მხატვარი: ლილი კენდაკა მონტაჟი: პეტარ მარკოვიჩი ხმა: დინოს კიტო პროდიუსერი: პენი პანაიოტოპულო, თანასის კარათანოსი მონაწილეობენ: კორა კარვონი, მარია სკოლა, ნიკოს დიამანტისი

ოცდაათ წელს გადაცილებული ანა პატარა ბინაში თავის ძაღლთან, მანუსთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მისთვის ყველაფერია. მანუს დაღუპვით ანას საგულდაგულოდ დაცული, კარჩაკეტილი ცხოვრება ინგრევა და მარტოხელა ქალი მეზობლად მცხოვრებ სოფიას მიეკედლება, რომელსაც ბედნიერი ოჯახი აქვს და ორი შვილის დედაა. ანა ცდილობს, თავისი მწუხარება და მარტოობა სხვებს გაუზიაროს, რაც თანდათან მანიას ემსგავსება, რადგან ის სულ უფრო დაჟინებით ითხოვს ყურადღებასა და სიყვარულს.

Production:
Penny Panayotopoulou Productions
in co-production with:
Twenty Twenty Vision
ZDF/Arte

World Sales:
Penny Panayotopoulou Productions


პენი პანაიოტოპულო

დაიბადა 1960 წელს ათენში, საბერძნეთში. სწავლობდა სამართალს ათენის უნივერსიტეტში და კინორეჟისურას სტავრაკოსის კინოსკოლაში. 1982-85 წლებში ლონდონში ცხოვრობდა, სადაც ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (Polytechnic of Central London) დაამთავრა კინორეჟისორის სპეციალობით. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალების არაერთი პრიზით აღინიშნა. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მძიმე განშორება: მამაჩემი" (Diskoli apocheretismi: O babas mou, 2002) წარმატება ლოკარნოში დაიწყო 2002 წელს, სადაც მან „ოქროს ლეოპარდი" მოიპოვა საუკეთესო მსახიობისთვის. შემდეგი ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის ეროვნული ტელევიზიისთვის იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. „სექტემბერი" მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

Filmography
2013 September
2009 Vivlia sto kouti (TV series doc.)
2005 Imerologia (TV series)
2002 Hard Goodbyes: My Father / Dyskoloi apohairetismoi: O babas mou
1988 Eldorado (short)