არქივი → ფილმები → მოთამაშე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ლატვია /ლიტვა
წელი: 2013

Losejas

109 წთ, ფერადი

რეჟისორი: იგნას იონინასი სცენარი: კრისტუპას საბოლიუსი, იგნას იონინასი ოპერატორი: იანის ეგლიტისი მუსიკა: პაულიუს კილბაუსკასი, დომინიკას სტრუპინსკასი მხატვარი: ნერიუს ნარმონტასი კოსტიუმები: აუსრა კლეიზაიტე მონტაჟი: სტასის ზაკი ხმა: არტურას პუგაჩაუსკასი, საულიუს ურბანავიჩუსი პროდიუსერი: ულიანა კიმი თანაპროდიუსერი: რობერტს ვინოვსკისი მონაწილეობენ: ვიტაუტას კანიუსონისი, ოონა მეკასი, რომუალდ ლავრინოვიჩი, რიმას ბლოკისი, გიედრე გიედრაიტიტე, ვალერიუს ევსეიევასი, ლუკას კერსისი

პარამედიკოსი ვინსენტასი გადაუდებელი დახმარების სამსახურის საუკეთესო თანამშრომელია, მაგრამ ერთი ვნება აქვს - ის აზარტული მოთამაშეა. რადგან მუდმივად აგებს, ვალების დასაბრუნებლად ვინსენტასი იძულებული ხდება, რადიკალურ ზომებს მიმართოს. ის არალეგალურ თამაშს მოიფიქრებს, რომელიც მის პროფესიას უკავშირდება. ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ვინსენტასმა საბედისწერო არჩევანი უნდა გააკეთოს - სასწორზე დევს სიყვარული, სიცოცხლე და სიკვდილი.

Production:
Studio Uljana Kim
Antakalnio 94-25 LT10202 Vilnius
Lithuania
kim@lfc.lt
in co-production with:
Locomotive Productions (Latvia)

World Sales:
Wide Management


იგნას იონინასი

დაიბადა 1971 წელს ვილნიუსში, ლიტვაში. რეჟისურას სწავლობდა ლიტვის მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში და ამსტერდამის კინოსკოლაში, 1991 წელს ვარშავაში გაიარა ქშიშტოფ ზანუსის სემინარების კურსი. მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მოცეკვავე ჭია" (Sokantis kirminas, 2006) ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Circuito Off მაყურებელთა პრიზით აღინიშნა 2007 წელს. „მოთამაშე" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

Filmography
2013 Losejas / The Gambler
2010 Yolki / Six Degrees of Celebration (with 5 other directors)
2006 Sokantis kirminas/ Dancing worm (short)
2005 Sekmadienis toks, koks yra / Sunday as It Is (short)