არქივი → ფილმები → ნაწილაკი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: თურქეთი 
წელი: 2012

Zerre

80 წთ, ფერადი

რეჟისორი: ერდემ ტეპეგოზი სცენარი: ერდემ ტეპეგოზი ოპერატორი: მარტონ მიცლოზიცი მუსიკა: ემრაჰ ადანი, რ. ოკან ჯანდემირი მხატვარი: ტორა აღაბაიოვა მონტაჟი: მესუტ ულუტასი ხმა: მურატ შენურკმეზი პროდიუსერი: კაან დალდალი მონაწილეობენ: ჟალე არიკანი, რუჩჰან ჩალიშკური, ერგუნ კუიუჯუ, ოზაი ფეხტი, მესუდე ტურკმენი, რემზი პამუკჩუ

სამკაციანი ოჯახი სტამბოლის მტვრიან გარეუბანში, დასანგრევად დაცლილ სახლში ცხოვრობს. ზეინეპი, რომელსაც მოხუცებული დედა და ინვალიდი ქალიშვილი ჰყავს სარჩენი, ყოველდღე არსებობისთვის იბრძვის... როდესაც ის სამსახურს კარგავს, ბინის პატრონი კი ქირის ვალის გადახდას ითხოვს, ზეინეპი იძულებული ხდება, შეთავაზებულ სამუშაოს დათანხმდეს და ქალაქი დატოვოს, სადაც ჩვეულებრივი სამსახურის პოვნა შეუძლებელია...

Production:
Kule Film

World Sales:
Kule Film
kulefilm.com


ერდემ ტეპეგოზი

დაიბადა 1982 წელს იზმირში, თურქეთში. იზმირის დოკუზ ეილულის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დათავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პრაღის კინოსკოლაში, რომელიც რეჟისორის სპეციალობით დაამთავრა. რამდენიმე წელი რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. გადაღებული აქვს სარეკლამო და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. „ნაწილაკი" მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელმაც არაერთი ნაციონალური ჯილდო მოიპოვა. წელს მოსკოვის 35-ე კინოფესტივალზე ფილმმა მთავარი პრიზი „ოქროს გიორგი" მიიღო საუკეთესო ფილმისთვის, პრიზით აღინიშნა აგრეთვე ჟალე არიკანი (ზეინეპი) ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

 

Filmography
Zerre / The Particle