არქივი → ფილმები → ხანძარი ზღვაზე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: პოლიტიკური ცხოვრება
ქვეყანა: იტალია /საფრანგეთი
წელი: 2016

 

Fuocoammare

108 წთ, ფერადი

რეჟისორი: ჯიანფრანკო როზი სცენარი: ჯიანფრანკო როზი, კარლა კატანი ოპერატორი: ჯიანფრანკო როზი მონაწილეობენ: სამუელე პუჩილო, მათიას კუჩინა, სამუელე კარუანა, პიეტრო ბარტოლო, ჯუზეპე ფრაგაპანე, მარია სინიორელო, ფრამჩესკო პატერნა, ფრანჩესკო მანინო, მარია კოსტა

დოკუმენტური ფილმი იტალიის კუნძულ ლამპედუზას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ევროპაში ემიგრანტების კრიზისის ფრონტის ხაზია. იტალიის სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 200 კილომეტრში არსებული ლამპედუზა უკანასკნელ წლებში მსოფლიოს მთავრ ამბებში მოექცა, როდესაც აქაურობას ასობით ათასი აფრიკელი და შუა აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტები, ევროპაში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით მიაწყდნენ. როზი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულზე და მის ისტორიას, კულტურას და 6 000-იანი მოსახლეობის ყოველდღიურ სინამდვილეს იღებდა, როცა ყოველკვირეულად ასობით მიგრანტი ლამპედუზას ნაპირზე ფეხს დგამდა. დოკუმენტური ფილმი კონცენტრირებულია ადგილობრივ ბიჭზე, 12 წლის სამუელეზე, რომელსაც შურდულით ნადირობა უყვარს.

Production:
Stemal Entertainment, 21uno Film, Istituto Luce Cinecittà S.p.A., Rai Cinema, Les Films d'Ici, ARTE France Cinéma
International sales:
Doc & Film International

 

ჯიანფრანკო როზი

ჯიანფრანკო როზი დაიბადა ასმარაში (ერიტრეა). კინოხელოვნება ნიუ იორკის უნივერსიტეტში შეისწავლა და გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „მენავე" (1993), „ზღვის დონის დაბლა" (2008), „დაქირავებული მკვლელი, ოთახი 164" (2010) და „საღვთო წრიული ავტომაგისტრალი" (2013). „ცეცხლი წყალში" (2016) მისი ბოლო ნამუშევარია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

1993 Boatman (Documentary)

2001 Afterwords (Short)

2008 Below Sea Level (Documentary)

2010 El Sicario, Room 164 (Documentary)

2012 Tanti futuri possibili. Con Renato Nicolini (Documentary short)

2013 Sacro GRA (Documentary)

2016 Fire at Sea (Documentary)