არქივი → ფილმები → 24 კვირა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 2016

 

24 Wochen 

ფერადი/102 წუთი

რეჟისორი: ანე ზოჰრა ბერაჰედი სცენარი: ანე ზოჰრა ბერაჰედი, კარლ გერბერი მონტაჟი დენის დარაჰანი მსახიობებიიულია იენჩი, ბიარნე მედელი, ემილია პისკე, იოჰანა გასტორფი, მარია დრაგუსი, კარინა პლაჰეტკა

ბერაჰედის ახალი ფილმი მოგვითხრობს იმ დილემის შესახებ, რომლის წინაშეც ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი აღმოჩნდება. ის შეიტყობს, რომ მისი ჯერ კიდევ უშობელი შვილი დაუნის სინდრომითაა დაავადებული და გულის სერიოზული დეფექტი აქვს. აირჩევს თუ არა ის დაგვიანებულ აბორტს? საიდან უნდა იცოდნენ მან და მისმა მეუღლემ წინასწარ, მათ შვილს ნორმალური ცხოვრება ექნება თუ მხოლოდ დაიტანჯება? ბოლოს, მშობიარე დედა მიხვდება, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თვითონ უნდა მიიღოს.

წარმოება: Zero One Film GmbH, Zweites Deutsches Fernsehen (ZDF), Filmakademie Baden-Württemberg

ანე ზოჰრა ბერაჰედი

დაიბადა ერფურტში (ყოფილი გდრ), 1982 წელს. სოციალური პედაგოგიკის შესწავლის შემდეგ, ლონდონში დრამის მასწავლებლად მუშაობდა. ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიაში სადიპლომო ნამუშევარზე მუშაობის დროს, გადაიღო ფილმი „წმინდანი და მეძავი“, რომელიც მსოფლიოს არაერთ ფესტივალზე აჩვენეს. ფილმი „ორი დედა“, რომელიც 2013 წელს ბერლინალეზე სექციაში „გერმანული პერსპექტივა“ წარადგინეს, First Steps No Fear Award დაიმსახურა.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2016 24 Weeks

2013 The Right Hand (Short)

2013 Two Mothers

2012 Hunde wie wir (Short)

2012 Saint & Whore (Documentary short)

2011 E.+U. (Short)

2010 Der Pausenclown (Short)