არქივი → ფილმები → კოატის ბანდა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 2014

 

Quatsch

ფერადი/112 წუთი

რეჟისორი: ფაიტ ჰელმერი სცენარი: ჰანს-ულრიჰ კრაუზე ოპერატორი: ფელიქს ლაიბერგი მონტაჟი:ვინსენტ ასმანი მუსიკა მალკოლმ არიზონი, შერილინ მაკნილი, კარსტენ ვეგენერი მონაწილეობენ: ბენო ფიურმანი, ფრიცი ჰაბერლანდტი, როლფ ზაჰერი, ალექსანდერ შეერი

ფილმში მოქმედება ერთ პატარა, ჩვეულებრივ ევროპულ ქალაქში ხდება. აქაურობა იმდენად ყოველმხრივ სტანდარტულია, რომ საბაზრო საკითხების კვლევისთვის მკვლევარები აქაურ მონაცემებს ეფუძნებიან. ამას შედეგად მოყვება ის, რომ მოხუცები მოხუცთა სახლში გადაყავთ და ამ გზით, მოსახლეობის საშუალო ასაკობრივი ზღვარის დაწევას ცდილობენ. მაგრამ ბავშვებს არ უნდათ, რომ ისინი ექსპერიმენტის ობიექტები გახდნენ და ამიტომაც ზომების მიღებას გადაწყვეტენ.

პროდუქცია: Veit Helmer Filmproduktion, NDR - Norddeutscher Rundfunk

 

 

ფაიტ ჰელმერი

დაიბადა 1968 წელს და 14 წლიდან იღებს ფილმებს. მიუნჰენის ტელევიზიის და კინოს უნივერსიტეტში შეისწავლა კინორეჟისურა. ის ვიმ ვენდერსის ფილმის,„ძმები სკლადანოვსკების“ თანაპროდიუსერი იყო. მან სახელი გაითქვა თავისი არაორდინარული მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებმაც მას საერთაშორისო კინოფესტივალებზე 50-ზე მეტი ჯილდო მოუტანა. მის ფილმებს შორის საგულისხმოა: „ტუვალუ“ (1999), რომელიც 62 ფესტივალზე აჩვენეს და 30-ზე მეტი პრიზი დაიმსახურა; ასევე, „ზეცის კარიბჭე“ და „აბსურდისტანი“.

 

 

 

რჩეული ფილმოგრაფია:

2014 Quatsch

2011 Baikonur

2007 Absurdistan

2003 Gate to Heaven