არქივი → ფილმები → ფრიც ლანგი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 2016

 

Fritz Lang

შავ-თეთრი/104 წუთი

რეჟისორი: გორდიან მაუგი სცენარი: გორდიან მაუგი, ალექსანდერ ჰოისერი ოპერატორი: ლუტც რაიტემაიერი მონტაჟი: ფლორენტინ ბრუკ-რამიში მუსიკა: თობიას ვაგნერი მონაწილეობენ: ჰაინო ფერჰი, სამუელ ფინცი, იოჰანა გასტდორფი, მიჰაელ მენდლი, თომას თიმე

ფრიც ლანგი. მას გენიოსად, ეგოცენტრულ სექსუალურ მანიაკად და სადისტად თვლიდნენ. სისასტიკე და სიყვარული მისი ფილმების თემებად იქცა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ვენაში ცხოვრებისას, მისი სასტიკი მამა ზედმეტად უხეშად ექცეოდა ლანგის ებრაელ დედას, რომელიც მომავალ რეჟისორს განსაკუთრებით უყვარდა. გალისიაში ჯარისკაცად მსახურობისას, მან პირველი მსოფლიო ომის მთელი საშინელებები გამოცადა. ბოლოს, ბერლინში მცხოვრებ ახალგაზრდა რეჟისორს საკუთარი ცოლის მკვლელობა დააბრალეს. ფრიც ლანგი ცდილობდა „ბოროტის“ ბუნების აღმოჩენას თითოეულ ჩვენგანში და საკუთარ თავში.

წარმოება: Belle Epoque Films, Gordian Maugg Filmproduktion GmbH

 

გორდიან მაუგი

დაიბადა 1966 წელს ჰაიდელბერგში, არის გერმანელი სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი. კინოხელოვნებას სწავლობდა კესელის სახვითი ხელოვნების აკადემიაში და კონრად-ვოლფის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში, პოტსდამში. მისი ძალიან წარმატებული ტრილოგია - „ოლიმპიური ზაფხული“ (1993), „ჰანს ვარნსი - ჩემი მე-20 საუკუნე“ (2000) და „ცეპელინი!“ (2005) 94-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, ორი მნიშვნელოვანი გერმანული კინოჯილდო (ვერცხლის - 1993 წელს და ოქროს - 2000 წელს) და 22 საერთაშორისო პრემია მოიპოვა, მათ შორის ტოკიოს ბრინჯაოს პრიზი. ფილმი „ფრიც ლანგი“ რეჟისორის მეოთხე და უკანასკნელი ნამუშევარია.

ფილმოგრაფია:

2016 Fritz Lang

2013 Nacht über Deutschland - Novemberpogrom 1938 (TV Movie documentary)

2013 Mein Kampf mit Hitler - 'Machtergreifung' 1933 (TV Movie)

2011 Die Macht der Leidenschaft - Karl August Fürst von Hardenberg (TV Movie)

2009 Hungerwinter - Überleben nach dem Krieg (TV Movie)

2006 Denk ich an Deutschland in der Nacht... Das Leben des Heinrich Heine (TV Movie)

2005 Zeppelin!

2003 Zutaten für Träume

1999 Hans Warns - Mein 20. Jahrhundert

1998 Die kaukasische Nacht

1993 Der olympische Sommer