არქივი → ფილმები → თეთრად გათენებული ღამეები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი /დიდი ბრიტანეთი
წელი: 2016

 

Azok az álmatlan éjszakák 

106 წთ, ფერადი

რეჟისორი მიჰალ მარჩაკი სცენარი მიჰალ მარჩაკი, კატაჟინა შჩერბა ოპერატორი მიჰალ მარჩაკი, მაჩიეი ტვარდოვსკი მონტაჟი დოროტა ვარდეშკევიჩი მონაწილეობენ ქშიშტოფ ბაგინსკი, მიჰალ ჰუშტა, ევა ლებუეფი

ახალი ხანა იწყება და ვარშავა უხერხულად დგას ამ გზაგასაყარზე. ზრდასრულობის ასაკში შესული ქრისტოფერი და მიჰალი დაუღალავად დაეხეტებიან ქალაქის ქუჩებში და ლამაზ წუთს ეძებენ, რომ მარადიულად იქ დარჩნენ. მათ არასდროს აკმაყოფილებს პასუხები და თითოეული გამოცდილება გარდატეხის ეტაპამდე მიყავთ. ამით ცდილობენ გაარკვიონ, რას შეიძლება ნიშნავდეს ნამდვილი სიფხიზლე სამყაროში, რომელიც აშკარად კმაყოფილია ძილით.

Production:
Pulse Films
Studio PUK
International sales:
HanWay

 

მიჰალ მარჩაკი

მიჰალ მარჩაკი პოლონელი რეჟისორი, ოპერატორი და კინოდოკუმენტალისტია. კინორეჟისურა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში შეისწავლა. დაამთავრა პოზნანის სახვითი ხელოვნების აკადემია. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმის „Fuck For Forest“ საერთაშორისო პრემიერა 2013 წლის South By Southwest-ის კინოფესტივალზე და ევროპული პრემიერა - როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი 2013 წელს ყველაზე ხშირად ნაჩვენებ პოლონურ დოკუმენტურ ფილმად ითვლება. ეს ნამუშევარი ბრიტანულმა ჟურნალმა ‘Dazed and Confused’ უკანასკნელი წლების ათ ყველაზე ინოვაციურ დოკუმენტურ ფილმს შორის დაასახელა.

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 All These Sleepless Nights (Documentary)

2012 Fuck for Forest (Documentary)

 

2010 At the Edge of Russia (Documentary)