არქივი → ფილმები → ლუ ანდრეას-სალომე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია /ავსტრია
წელი: 2016

 

Lou Andreas-Salomé

ფერადი/113 წუთი

რეჟისორი: კორდულა კაბლიც-პოსტი სცენარი: კორდულა კაბლიც-პოსტი, სიუზან ჰერტელი ოპერატორი: მათიას შელენბერგი მონტაჟი: ბეატრის ბაბენი მონაწილეობენ: კატარინა ლორენცი, ნიკოლ ჰეესტერსი, ლივ ლიზა ფრიზი, იულიუს ფელდმაიერი, მერაბ ნინიძე, ალექსანდერ შეერი, კატარინა შიუტლერი, მათიას ლიერი

ლეგენდარული მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი, ლუ ანდრეას-სალომე მარტო ცხოვრობს გიოტინგენში, 1933 წელს. მას ნაცისტური რეჟიმი დევნის. როდესაც გერმანელი ფილოლოგი, ერნსტ პფაიფერი მის ცხოვრებაში გაჩნდება, ის მასთან ერთად, მემუარების წერას იწყებს. 1861 წელს სანქტ-პეტერბურგში დაბადებული ლუ, პირობას დებს, რომ არასოდეს შეუყვარდება ვინმე და ცხოვრებას ინტელექტუალურ სრულყოფას მიუძღვნის. ის ხვდება პაულ რეეს და ფრიდრიჰ ნიცშეს და იმ დროინდელი კონვენციების საპირისპიროდ, ის და რეე ერთად ცხოვრობენ და სწავლობენ ბერლინში. ლუ ცხოვრობს, როგორც ინტელექტუალი და თავისუფლად მოაზროვნე, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობ მწერალს, რაინერ მარია რილკეს ხვდება, უყვარდება ის. დაშორების შემდეგ, ლუს რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. ის ზიგმუნდ ფროიდის ლექციებზე სიარულს იწყებს და აღიარებული ფსიქოანალიტიკოსი ხდება. ბოლოს თავისი ახალგაზრდობისდროინდელი ტრავმის მიზეზებს ხვდება.

წარმოება: Senator Film Produktion, Österreichischer Rundfunk (ORF), NDR - Norddeutscher Rundfunk, KGP Kranzelbinder Gabriele Production, Avanti Media Fiction-Film und Fernsehproduktion

 

კორდულა კაბლიც-პოსტი

კორდულა კაბლიც-პოსტი რეჟისორი და პროდიუსერია, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ლუ ანდრეას-სალომე“ (2016), „ქრისტოფ შლინგენზიფი - პილოტები“ (2009) და „ნინა ჰაგენი - პანკის ნათლია“ (2011).

 

 ფილმოგრაფია:

2016 Lou Andreas-Salomé

2011 Nina Hagen - Godmother of Punk (TV Movie documentary)

2009 Liebe ohne Grenzen (TV Series documentary)

2009 Christoph Schlingensief - Die Piloten (Documentary)

2006 Mein Leben - Helmut Berger (TV Movie documentary)