არქივი → ფილმები → ქაბაბი და ჰოროსკოპი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2014

 

Kebab & Horoscope 

72 წთ, ფერადი

რეჟისორი: გჟეგოჟ იაროშუკი სცენარი: გჟეგოჟ იაროშუკი ოპერატორი: მაგნუს ბორგე მონტაჟი: ალექსანდრა გოვინი მუსიკა: ვოიცეხ მაზოლევსკი მონაწილეობენ: ბართოლომეი ტოპა, პიოტრ ზურავსკი, თომაშ შუჰარდტი, იუსტინა ვასილევსკა, ბარბარა კურზაი, ანჯეი ზიელინსკი, დაროტა კოლაკი, იანუშ მიხალოვსკი, მარეკ კალიტა, ანა ჰაბა, იასუჰირო იგარაში

ხელმოცარული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ხალიჩების მაღაზიაში მუშაობენ, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალონ მარკეტინგის ორი ექსპერტის - ქაბაბის მაღაზიის ყოფილი თანამშრომლის და ველური ბუნების შესახებ ჟურნალიდან ყოფილი მარჩიელის დახმარებით.

Production:
MD4
Zentropa International Poland
Warszawa Powisle Grupa Warszawa
Fixafilm
Koi Studio
Luks Film
Projektor - Spoty Medialne
World sales:
New Europe Film Sales

 

გჟეგოჟ იაროშუკი

რეჟისორი დაიბადა 1983 წელს, ვარშავაში. 2011 წელს დაამთავრა პოლონეთის კინოსკოლა ლოძში. 2012 წლიდან იაროშუკი ევროპული კინოაკადემიის წევრია. 2011 წელს მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „გაყინული ისტორიები“, მსოფლიოს მასშტაბით, კინოფესტივალებზე მრავალი პრიზი და ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის ლოკარნოს 64-ე კინოფესტივალის Pianifica Prize, ლოს ანჯელესის ამერიკის კინოინსტიტუტის ფესტივალის ჟიურის მთავარი პრიზი. ფილმი ნაჩვენები იყო სანდენსის, მიუნჰენის, ვარშავის, კრაკოვის, ლუვენის და სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალებზე.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2006 The last day (Short)

2007 Authorial copy (Short)

2007 The end of summer

2008 Anger (Short)

2008 A story of a missing car (Short)

2011 Frozen Stories (Short)

2011 The beginning of new season (Short)

2014 Kebab & Horoscope