არქივი → ფილმები → გარიჟრაჟის წინ: შტეფან ცვაიგი ამერიკაში
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია ავსტრია/საფრანგეთი
წელი: 2016

 

Vor der Morgenröte 

ფერადი/106 წუთი

რეჟისორი: მარია შრადერი სცენარი: მარია შრადერი, იან შომბურგი ოპერატორი: ვოლფგანგ თალერი მონტაჟი: ჰანსიორგ ვაისბრიჰი მუსიკა: თობიას ვაგნერი მონაწილეობენ: იოზეფ ჰადერი, ბარბარა ზუკოვა, ენე შვარცი, მათიას ბრანდტი, ჩარლი ჰიუბნერი, ლენ კუდრიავიცკი, ვენსან ნემეთი

ფილმი მოგვითხრობს სახელგანთქმული გერმანულენოვანი მწერლის, შტეფან ცვაიგის გადასახლების, მეორე მსოფლიო ომის ხანის გერმანიაში „სწორი დამოკიდებულებისთვის“ მისი შინაგანი ბრძოლის და ახალ მსოფლიოში საკუთარი ადგილის ძიების შესახებ.

წარმოება: Dor Film, ARTE France Cinéma, Maha Productions, Österreichischer Rundfunk (ORF), WDR Westdeutscher Rundfunk, BR Bayerischer Rundfunk, X Filme Creative Pool, Idéale Audience

 

 

მარია შრადერი

მარია შრადერი დაიბადა ჰანოვერში, 1965 წელს. 1998 წელს, დენი ლევისთან ერთად, გადაიღო ფილმი „ჟირაფი“. მისი პირველი დამოუკიდებელი კინონამუშევარი არის ფილმი „სიცოცხლის სიყვარული“, რომელიც ისრაელში, 2007 წელსაა გადაღებული და ზერუია შალევის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ფილმის პრემიერა 2007 წელს, რომის კინოფესტივალზე შედგა. სამსახიობო კარიერა მან სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო ჰანოვერის კინომსახიობთა თეატრში. 1999 წელს, ბერლინალეზე, მან ვერცხლის დათვი მოიპოვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მაქს ფერბერბიოკის ფილმში „ემე და იაგუარი“.

 

 

 

რჩეული ფილმოგრაფია:

2016 Stefan Zweig: Farewell to Europe

 2007 Love Life

 

 1998 The Giraffe (co-director)