არქივი → ფილმები → წითელი ობობა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი /ჩეხეთი/სლოვაკეთი
წელი: 2015

 

Czerwony Pająk

90 წთ, ფერადი

რეჟისორი: მარჩინ კოჟალკა პროდიუსერი: კუბა კოსმა კო-პროდიუსერი: Fog’n’Desire Films s. r. o.(Czech Republic), Sokol Kollar spol. s. r. o. (Slovakia), Zentropa Interntional Poland, Krakow Festival Office, Orange Polska სცენარი: მარჩინ კოჟალკა, ლუკაშ მ. მაჩიევსკი, მარტა შრედერის სცენარის, „ლოლოს" მიხედვით ოპერატორი: მარჩინ კოჟალკა მონტაჟი: ქშიშტოფ კომანდერი, მარჩინ კოჟალკა მუსიკა: პეტრ ოსტროუხოვი მონაწილეობენ: ფილიპ პლავიაკი, ადამ ვორონოვიჩი, მალგოჟატა ფორემნიაკი, კაროლინა კომინეკი, იულია კიოვსკა, მარეკ კალიტა, ვოიცეხ ზიელინსკი

ჩვეულებრივი ახალგაზრდა მამაკაცი, კაროლი მოულოდნელად ხვდება გაცილებით ხანშიშესულ მამაკაცს, რომელიც მისი რწმენით, 1960-იანი წლების კრაკოვში მცხოვრები სერიული მკვლელი, მეტსახელად „წითელი ობობაა". კაროლი ამ მამაკაცით შეპყრობილი ხდება და ყველგან უთვალთვალებს. ამასობაში, ის ოდნავ მასზე უფროს ფოტოგრაფს, დანკას ხვდება, რომელიც ადგილობრივ გაზეთში მუშაობს. სიყვარულით მოხიბლულ და სიკვდილით დაჰიპნოზებულ კაროლს მალე მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება მოუწევს.

Production:
Mental Disorder 4, Krakowskie Biuro Festiwalowe
World sales: Mental Disorder 4

 

მარჩინ კოჟალკა

მარჩინ კოჟალკა კრაკოვში მცხოვრები პოლონელი კინოდოკუმენტალისტი და ოპერატორია. მისი დოკუმენტური ფილმები ბევრ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებით აჩვენეს, მათ შორის ნიონის, კარლოვი ვარის, იიჰლავას, კრაკოვის და ტრენტოს. რეჟისორი ცნობილია, როგორც წინააღმდეგობრივ თემებზე შექმნილი ფილმების ავტორი. მისი პირველი დოკუმენტური ფილმის „მშვენიერი ვაჟი, რომელიც გავაჩინე“ მთავარი პერსონაჟი საკუთარი დედა იყო. მისი ფილმებში ხშირად ჩნდება სიკვდილის და მის მიმართ შიშის საკითხი. ასევე, კოჟალკა ბევრი პოლონური მხატვრული ფილმის და ყველა თავისი ფილმის ოპერატორია. „წითელი ობობა“ მისი მხატვრული ფილმის დებიუტია.

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

1999 Takiego pięknego syna urodziłam (Such a Beautiful Son

I Gave Birth to)

2003 Imieniny (Name-day)

2003 Made in Poland

2004 Jakoś to będzie (It’ll Be OK)

2006 Cały dzień razem (Whole Day Together)

2006 Śmierć z ludzką twarzą (Death with Human Face)

2007 Istnienie (Existence)

2010 Deklaracja nieśmiertelności (Declaration of Immortality)

2012 Będziesz legendą, człowieku (Man, you’ll be a legend)

2012 Zabójca z lubieżności (Killing out of lust)

2015 Czerwony Pająk (The Red Spider)