არქივი → ფილმები → უცხო სამოთხე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი /შვედეთი
წელი: 2015

 

Obce Niebo

106 წთ, ფერადი

რეჟისორი: დარიუშ გაიევსკი სცენარი: დარიუშ გაიევსკი, მიჰალ გოჯიცი ოპერატორი: მონიკა ლენჩევსკა მონტაჟი: იოანა მახა მუსიკა: მარსინ მასეცკი, კანდელარია საენს ვალიენტე მონაწილეობენ: აგნიეშკა გროხოვსკა, ბართოლომეი ტოპა, ევა ფრიოლინგი, ტანია ლორენცონი, გერჰარდ ჰობერშტორფერი

გაუგებრობებზე აგებული სოციალური ტრილერი, როდესაც ადამიანებს კეთილსინდისიერად იქცევიან, მაგრამ საპირისპირო მიზნები ამოძრავებთ. ბასია და მარეკი ახალგაზრდა პოლონელი ემიგრანტების წყვილია, რომლებიც შვედეთში ცხოვრობენ. ერთი უწყინარი ტყუილი ოჯახურ დრამად იქცევა. მათი ქალიშვილი სოციალურ სამსახურს მიყავს. წყვილი ვერ თანხმდება, როგორ უნდა იბრძოლონ თანამედროვე სახელმწიფოს არაადამიანური პროცედურების წინააღმდეგ. უსუსური და სასოწარკვეთილი წყვილი გადაწყვეტს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდნენ.

Production:
TAK FILM SP. Z O.O. in association with TVN S.A., Agora S.A., East of the West Cinema AB., LSW Leśnodorski Ślusarek I Wspólnicy Co-financed by Polish Film Institute
World sales:
MEDIA MOVE

 

დარიუშ გაიევსკი

დარიუშ გაიევსკი არის კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ლოძის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, მან არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, მათ შორის „ბადრაგი“, რომელიც 1999 წლის კრაკოვის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. 2003 წელს მისმა პირველი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმმა „ვარშავა“ პოლონეთსა და მის საზღვრებს გარეთ მრავალი პრიზი დაიმსახურა (გრან-პრი, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარის ჯილდოები გდინიას პოლონური კინოს ფესტივალზე, ჟიურის სპეციალური პრიზი 2005 წლის სვიეტლოგორსკის კინოფესტივალზე და ა.შ.). „ვარშავა“ მსოფლიოს 27 კინოფესტივალზე აჩვენეს. 2008 წელს მან პოლონურ-ავსტრიული ერთობლივი ფილმი „ბატონი კუკას რჩევა“ გადაიღო.

 

 

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2003 Warsaw (Warszawa)

2008 Mr. Kuka’s Advice (Lekcje Pana Kuki)

2015 Strange Heaven (Obce Niebo)