არქივი → ფილმები → უკანასკნელი ოჯახი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2016

 

Ostatnia Rodzina

123 წთ, ფერადი

რეჟისორი: იან პ. მატუშინსკი სცენარი: რობერტ ბოლესტო ოპერატორი: კაცპერ ფერტაჩი მონტაჟი: პშამესლავ ხრუშჩელევსკი მონაწილეობენ: ანჯეი სევერინი, დავიდ ოგროდნიკი, ალექსანდრა კონიეჩნა, ანჯეი ხირა

ბექსინსკი არაქნოფობიით შეპყრობილი ჯენტლმენია, მძაფრი სექსუალური ფანტაზიების და თავზარდამცემი დისტოპიური ნამუშევრების შექმნისადმი სიყვარულის მიუხედავად. ბექსინსკი ოჯახის კაცია, რომელსაც თავისი მოსიყვარულე ცოლის, ზოფიასთვის, ნევროზით დაავადებული შვილის - თომაშის და მოხუცი მშობლებისთვის ყოველივე საუკეთესო უნდა. ის ყოველდღე ხატავს და მის ამ ძალისხმევას თავისი შედეგი მოაქვს, თანამედროვე ხელოვნებაში სახელს გაითქვამს. კარგი კათოლიკე ქალი, ზოფია, ცდილობს, ოჯახის ერთიანობა შეინარჩუნოს, მაგრამ მათი მოუსვენარი შვილი თომაში ნამდვილ განსაცდელად იქცევა - თავისი სასტიკი გამოხდომების და თვითმკვლელობის მუქარებით. მათი შვება დროებითია, როდესაც თომაში გოგოებთან შეხვედრას იწყებს, რადიოს წამყვანი და ფილმების მთარგმნელი ხდება. შეშფოთებულმა მშობლებმა მუდმივად თვალი უნდა ადევნონ თავიანთ შვილს, რომ თავს რამე არ დაუშავოს. მაგრამ ბექსინსკის ყოველთვის იცოდა, რომ ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდითა არ არის მოფენილი.

Production:
Aurum Film
World sales:
NEW EUROPE FILM SALES

 

იან პ. მატუშინსკი

იან პ. მატუშინსკი დაიბადა 1984 წელს. დაამთავრა სილეზიის რადიო-ტელევიზიის უნივერსიტეტის ქშიშტოფ კიშლოვსკის სახელობის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი კატოვიცეში და დოკუმენტური კინოს კურსები ვაიდას სკოლაში. მის ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „დუმილის 15 წელიწადი“, „Afterparty“, „ცა“ არაერთ ფესტივალზე აჩვენეს და მრავალი პრიზი დაიმსახურა პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ. იან მატუშინსკი ყველაზე მეტად ცნობილია დოკუმენტური ფილმით „ძლიერი სიყვარული“ (მოსკოვის 36-ე კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, კრაკოვის 54-ე კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და ა.შ.). „უკანასკნელი ოჯახი“ მისი დებიუტია მხატვრულ კინოში.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2010 Amisze znad Wisły (documentary)

2011 Niebo (documentary)

2012 Offline (short)

2013 Deep Love (documentary)

2014 Kolaudacja (documentary)

 

2016 Ostatnia rodzina