არქივი → ფილმები → წამი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2015

 

Chwila

15 წთ, ფერადი

რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი სცენარი: პიოტრ დომალევსკი ოპერატორი: ცეზარი სტოლეცკი მონტაჟი: ადამ კოზიოლი მუსიკა: პიოტრ დომალევსკი, ანა სტელა მონაწილეობენ: სლავომირ გჟიმგოვსკი, იულია კერნერი, კატარჟინა დომალევსკა, მალგოჟატა ბუჩკოვსკა, ანა მოსკალი, ანჯეი კონოპკა

ღამე ჩამოწვება მდიდრულ უბანში, სადაც სახლები ერთმანეთს გავს. მარჩინი გადაწყვეტს, რომ მეზობლები სადილად მიიწვიოს. თუმცა, წინკარში შესვლისას, რაღაც უჩვეულოს შენიშნავს, რაც მთელი საღამოს განმავლობაში მოსვენებას დაუკარგავს.

Production:
Radio and Television Faculty of the University of Silesia in Katowice
World sales:
Krakow Film Foundation

 

პიოტრ დომალევსკი

პიოტრ დომალევსკი არის პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და დრამატურგი. მას ხელოვნების მაგისტრის ორი ხარისხი აქვს, ერთი - კრაკოვის დრამატული ხელოვნების აკადემიის სამსახიობო დეპარტამენტისგან, მეორე ვარშავის დრამატული ხელოვნების ეროვნული აკადემიისგან. ამჟამად სილეზიის უნივერსიტეტის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. პიოტრი Munk Studio-ს 30' Program-ის ლაურეატია, რომელიც გამორჩეულ ახალგაზრდა რეჟისორებს ეხმარება. მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს ევროპის არაერთ ფესტივალზე მიღებული აქვს ჯილდოები.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2015 The Moment