არქივი → ფილმები → აპნოე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ფრანგული კოლექცია
ქვეყანა: საფრანგეთი 
წელი: 2016

 

Apnée

ფერადი /89 წუთი

რეჟისორი: ჟან-კრისტოფ მერისი სცენარი: ჟან-კრისტოფ მერისი ოპერატორი: ხავიერ რუის გომესი მონტაჟი: კაროლ ლე პაჟი მონაწილეობენ: სელინ ფურერი, თომა სიმეკა, მექსონს ტუალი, თომა დე პურკერი

სელინი, თომასი და მაქსონსი ყოველთვის სამნი არიან - რესპუბლიკელების დევიზივით. მათ უნდათ დაქორწინება, სახლის შეძენა, მუშაობა, კარგი შვილები და ყოველდღე ხამანწკების მირთმევა. მეამბოხე და საშინელ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ სისტემასთან შეურიგებელი სამეული კვადროციკლებით მოგზაურობს დაავადებული საფრანგეთის გარშემო. ისინი ახალ ღირსშესანიშნაობებს, ორფეხა ცხოველებით მიმოფანტულ უდაბნოებს და ეფემერული ნეტარების წუთებს ეძებენ.

წარმოება: Ecce Films

 

 

ჟან-კრისტოფ მერისი

ჟან-კრისტოფ მერისი არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „აპნოე“ (2016), „ერთი ჩვენგანი“ (2013) და „ახალი კონტრაქტი“ (2007).

ფილმოგრაფია:

2016 Apnée

2013 One of Us (Short)