არქივი → ფილმები → სიყვარულის შეერთებული შტატები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა:  /შვედეთი
წელი: 2016

 

Zjednoczone Stany Miłosci

106 წთ, ფერადი

რეჟისორი: თომაშ ვასილევსკი სცენარი: თომაშ ვასილევსკი ოპერატორი: ოლეგ მუტუ მონტაჟი: ბეატა ვალენტოვსკა მონაწილეობენ: იულია კიოვსკა, მაგდალენა ჩელეცკა, დოროთა კოლაკი, მარტა ნიერადკევიჩი, ტომეკ ტინდიკი, ანჯეი ხირა, ლუკაშ სიმლატი, მარჩინ ჩარნიკი

პოლონეთი, 1990. ცვლილებების ქარი ქრის პოლონეთში. თავისუფლების და, იმავდროულად, გაურკვეველი მომავლის პირველი ეიფორიული წელი. ოთხი სხვადასხვა ასაკის მხიარული ქალი გადაწყვეტს, რომ დროა საკუთარი ცხოვრებაც შეცვალონ, ბედნიერება მოიპოვონ და სურვილები აისრულონ. აგატა ახალგაზრდა დედაა, რომელიც უიღბლო ქორწინების მსხვერპლი აღმოჩნდა და თავდავიწყებას სხვა, მარცხისთვის განწირულ ურთიერთობაში ეძებს. რენატა ასაკოვანი მასწავლებელია, რომელიც აღფრთოვანებულია თავისი მეზობლით, მარზენათი - მარტოხელა ქალით, რომელმაც ერთ დროს ადგილობრივ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და რომლის ქმარიც გერმანიაში ცხოვრობს. მარზენას და, იზა, სკოლის დირექტორია, რომელსაც თავისი ერთ-ერთი სტუდენტის მამა უყვარს.

Production:
Mañana
World sales:
NEW EUROPE FILM SALES

 

თომაშ ვასილევსკი

დაიბადა 1980 წელს. არის პოლონელი სცენარისტი და რეჟისორი. თავისი კარიერა დაბალბიუჯეტიანი მხატვრული ფილმით „საწოლ ოთახში“ დაიწყო, რომლის პრემიერაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2012 წელს შედგა და მას შემდეგ არაერთ ფესტივალზე იმოგზაურა და ჯილდოები მოიპოვა, მათ შორის - მანჰაიმ-ჰაიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის „მოლივლივე ცათამბჯენები“ პრემიერა ტრიბეკას კინოფესტივალზე, 2013 წელს გაიმართა (Indiewire-მ ის ფესტივალის ფავორიტ ფილმებს შორის შეარჩია). ამავე წელს, ფილმმა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადებიუტო ფილმების კონკურსში East of the West გაიმარჯვა, 2014 წელს - ტრანსილვანიის საერთაშორისო კონოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო დაიმსახურა, ვროცლავის T-Mobile New Horizons-ის საერთაშორისკო კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი, ხოლო გდინიას პოლონური კინოს ფესტივალზე - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის და ახალგაზრდა ჟიურის გრან-პრი მოიპოვა. ფილმი „სიყვარულის შეერთებული შტატები“ 2014 წელს CineMart-სა და ბერლინის კინოფესტივალის კოპროდუქციის ბაზარზე იყო წარმოდგენილი.

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2008 Show Jednego Czlowieka (Documentary short)

2012 In a Bedroom

2013 Floating Skyscrapers

 

2016 United States of Love