არქივი → ფილმები → შალის მავთულები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2014

 

Druciane Oprawki

14 წთ, ფერადი

რეჟისორი: ბარტოშ კეჯერსკი სცენარი: ბარტოშ კეჯერსკი ოპერატორი: ქშიშტოფ ოპიეკა მონტაჟი: ბარტოშ კეჯერსკი მუსიკა: პიოტრ ჯუბეკი

მოხუცი წყვილი - ანიელა და კონსტანტი მშვიდად ცხოვრობენ ერთად. ქალი თავისთვის ქსოვს, ქმარი - სიამოვნებით მუშაობს გამოგონებაზე. მათი ყოველდღიურობა ერთი შეხედვით მოწესრიგებული ჩანს, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც არ არის საკმარისი. კონსტანტის გამოგონება ცვლილბებას მოიტანს, რისი საშუალებითაც ისინი სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას აღმოაჩენენ. ბარტოშ კეჯერსკის ეს თოჯინების ანიმაცია სულისშემძვრელი ისტორიაა მარტოობის, მისწრაფებების და ადამიანებს შორის სიყვარულის შესახებ.

Production:
Kineskop
World sales:
Krakow Film Foundation

 

ბარტოშ კეჯერსკი

ბარტოშ კეჯერსკი დაიბადა 1976 წელს, ვროცლავში. ის პოლონელი სცენარისტი და რეჟისორია. კინორეჟისურა სილეზიის უნივერსიტეტის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე შეისწავლა. პოლონეთში გარკვეული აღიარება მოიპოვა ანიმაციური სერიების „ბუზების მეფე“ წარმატების წყალობით. სერიების დიდმა წარმატებამ რეჟისორს საშუალება მიცა, მისგან სრულმეტრაჟიანი ვერსია გადაეღო. კეჯერსკიმ სხვა ანიმაციური სერიებიც გადაიღო: „1000 დანაშაული“, „პარაპეტი“ და „მამიკო! მამიკო! მამიკო!“, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხზე გადიოდა. ის სარეკლამო ბაზარზეც მოღვაწეობს, როგორც რეჟისორი.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

 

2014 Woolen cogwheels