არქივი → ფილმები → ლუი მეთოთხმეტის სიკვდილი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ფრანგული კოლექცია
ქვეყანა: საფრანგეთი /ესპანეთი/პორტუგალია
წელი: 2016

 

La Mort de Louis XIV

ფერადი/105 წუთი

რეჟისორი:ალბერტ სერა სცენარი: ალბერტ სერა, თიერი ლუნასი ოპერატორი: ჯონათან რიკბური მონტაჟი: არიადნა რიბასი, ალბერტ სერა, ართურ ტორტი მონაწილეობენ: ჟან-პიერ ლეო, პატრიკ დ’ასუმსაო, ირენ სილვანი, ბერნარ ბელინი, მარკ სუსინი

ამბავი იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც ლუი XIV, ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ, გაუსაძლის ტკივილს გრძნობს ფეხში. ორი კვირის შემდეგ, ის ვერსალში ლოგინად ჩავარდება. ამით იწყება საფრანგეთის უდიდესი მეფის ხანგრძლივი ტანჯვის პროცესი სიკვდილამდე. მას, ასევე, მემკვიდრის შერჩევა უწევს, რადგან თავს ახვევია ერთგული მიმდევრები: მისი ექიმი, მისი საყვარელი მარკიზ დე მონტენონი, ქირურგი და მსახურთუხუცესი.

წარმოება: Capricci Films, Andergraun Films, Rosa Filmes, Bobi Lux

 

 

 

ალბერტ სერა

დაიბადა ესპანეთში, 1975 წელს. ბარსელონას უნივერსიტეტში ესპანურ ლიტერატურას და კომპარატივისტულ ლიტერატურას სწავლობდა, სადაც ხელოვნების ისტორიაც შეისწავლა. ფილმებისთვის სცენარების წერის, რეჟისორობის და პროდიუსერობის გარდა, ალბერტ სერა დრამატურგი და თეატრის პროდიუსერიცაა. 2001 წელს მან დააარსა კინოკომპანია Andergraun Films.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2016 La mort de Louis XIV

2013 Story of My Death

2013 Cuba Libre (Short)

2012 Three Little Pigs

2011 60 Seconds of Solitude in Year Zero

2011 The Lord Worked Wonders in Me

2010 Els noms de Crist

2010 Lectura d'un poema (Short)

2009 Bauçà (Short)

2008 Birdsong

2008 L'alto arrigo (Short)

2007 Rússia (Short)

2006 Quixotic/Honor de Cavelleria

 

2003 Crespià, the film not the village