არქივი → ფილმები → დაქირავებული მებრძოლი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ფრანგული კოლექცია
ქვეყანა: საფრანგეთი 
წელი: 2016

 

 

Mercenaire

ფერადი/104 წუთი

რეჟისორი: საშა ვოლფი სცენარი: საშა ვოლფი ოპერატორი:სამუელ ლაიუ მონტაჟი: ლორენს მანჰაიმერი მონაწილეობენ:ტოკი პილიოკო, ილიანა ზაბეთი

ახალგაზრდა კალედონიელი სოანის მოგზაურობა უილისის კუნძულებიდან იწყება. ის საფრანგეთში რაგბის მოთამაშის კარიერის დაწყებას ცდილობს. სოანი ფრანგია, მაგრამ არ ცნობენ ფრანგად. ის თავისუფლების წყურვილითაა შეპყრობილი და მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობს, დამსახურებულ აღიარებას მიაღწიოს.

წარმოება: Timshel Productions, 3B Productions, ARTE France Cinéma

 

 

საშა ვოლფი

საშა ვოლფი დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს, სტრასბურგში (საფრანგეთი). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ლეგიონერი“ (2016), „ისმის ხმა?“ (2006) და „რეტური“ (2007).

ფილმოგრაფია:

2016 Mercenary

2007 Retour (Short)

2006 Does It Make a Sound? (Short)