არქივი → ფილმები → მომავალი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ფრანგული კოლექცია
ქვეყანა: საფრანგეთი გერმანია
წელი: 2016

 

 L'Avenir

ფერადი/100 წუთი

რეჟისორი: მია ჰანსენ-ლიოვე სცენარი: მია ჰანსენ-ლიოვე ოპერატორი:დენის ლენუარი მონტაჟი:მარიონ მონიე მონაწილეობენ: იზაბელ იუპერი, ედიტ სკობი, რომან კოლინკა, ანდრე მარკონი

ნატალი ფილოსოფიას ასწავლის პარიზის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. მას ძალიან უყვარს თავისი საქმე, განსაკუთრებით აზროვნების პროცესი ანიჭებს სიამოვნებას. ის დაქორწინებულია, ორი შვილი ყავს და ცდილობს დრო გაანაწილოს ოჯახზე, ყოფილ სტუდენტებსა და მესაკუთრე დედაზე. ერთ დღეს ქმარი ეუბნება, რომ სხვა ქალთან  მიდის. თავისუფლებით შეგულიანებულმა ნატალიმ თავისთვის ახალი ცხოვრება უნდა გამოიგონოს.

წარმოება: CG Cinéma, ARTE France Cinéma, Rhône-Alpes Cinéma, Detailfilm

 

მია ჰანსენ-ლიოვე

დაიბადა პარიზში, 1981 წელს. მისი სამსახიობო დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა, ოლივიე ასაიასის ფილმში „აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი“. სწავლობდა პარიზის დრამატული ხელოვნების კონსერვატორიაში და წერდა გამოცემისთვის ‘Cahiers du Cinéma’. ამის შემდეგ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ყველაფერი შენდობილია“ სეზარზე იყო ნომინირებული და ლუი დელიუკის სახელობის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო კინოდებიუტის კატეგორიაში.

ფილმოგრაფია:

2016 Things to Come (as Mia Hansen Love)

2014/II Eden

2011 Goodbye First Love

2009 Father of My Children

2007 All Is Forgiven

 

2004 Après mûre réflexion (Short)