არქივი → ფილმები → ჰანა არენდტი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: რეჟისორი ფოკუსში: მარგარეტე ფონ ტროტა
ქვეყანა: გერმანია /ლუქსებურგი/საფრანგეთი/ისრაელი
წელი: 2012

 

Hannah Arendt

110 წთ, ფერადი

რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა სცენარი მარგარეტე ფონ ტროტა, პამელა კატცი ოპერატორი კაროლინ შამპეტიერი მონაწილეობენ ბარბარა ზუკოვა, აქსელ მილბერგი, ჯანეტ მაკტირი, იულია იენჩი, ულრიჰ ნიოთენი, მიჰაელ დეგენი

ფილმში აღწერილია ჰანა არენდტის ცხოვრების ოთხი წელი (1960-64), რომლის განმავლობაშიც, აკვირდება და წერს ნაცისტი სამხედრო კრიმინალის, ადოლფ აიჰმანის სასამართლო პროცესის შესახებ და თავისი ნაშრომისთვის გააფთრებულ წინააღმდეგობას იგერიებს. როდესაც თვალს ვადევნებთ არენდტს სასამართლო პროცესზე, მის მიმართ სიმპათიით ვიმსჭვალებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, ის მოწინააღმდეგეების შეტევის ობიექტია, მეორე მხრივ - ერთგული მეგობრების პატარა ჯგუფი იცავს მას. ამ დროს ცხადად შევგრძნობთ ამ ძლიერი ებრაელი ქალის ენერგიას, რომელიც ნაცისტური გერმანიიდან 1933 წელს გაიქცა.

Production:
Heimatfilm GmbH + Co. KG, AMOUR FOU Vienna, MACT Productions, Metro Communications/Tel Aviv
International sales:
The Match Factory

 

მარგარეტ ფონ ტროტა

მარგარეტე ფონ ტროტა დაიბადა 1942 წლის 21 თებერვალს. გერმანელ კინორეჟისორს ახალი გერმანული კინოს „წამყვან ძალად“ მოიხსენიებენ. ფონ ტროტა კინონამუშევრების სოლიდური რაოდენობის ავტორია, რომლებისთვისაც მას, უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ჯილდო მიენიჭა. ის რეჟისორ ფოლკერ შლონდორფის მეუღლე იყო და მასთან ერთად მუშაობდა. მათი კოლაბორაცია წარმატებული იყო, თუმცა ფონ ტროტა თვლიდა, რომ შლონდორფთან მიმართებაში, მას მაინც მეორე პლანზე აღიქვამდნენ. ამიტომაც, მან სოლო კარიერა არჩია და „გერმანიის მოწინავე ქალი კინორეჟისორის სახელი დაიმკვიდრა. ის ომისშემდგომი ხანის გერმანული კინოს ისტორიაში საავტორო კინოს სტაბილურად ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია.“ ფონ ტროტას ნამუშევრებს, ზოგიერთი თვალსაზრისით, ინგმარ ბერგმანის 1960-70-იანი წლების ფილმებს ადარებდნენ.

ფონ ტროტას „მსოფლიოს მოწინავე ფემინისტი რეჟისორი“ უწოდეს. მისი ფილმები ქალების ახალი კუთხით წარმოჩენას ითვალისწინებს და ეხება როგორც ქალებს შორის (დებს, მეგობრებს და ა.შ.), ისე ქალებსა და მამაკაცებს შორის ურთიერთობებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტის ფონზე იშლება. ამის მიუხედავად, კინორეჟისორი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ის „ქალების ფილმებს“ იღებს.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2015 Die abhandene Welt

2012 Hannah Arendt

2012 Never for Love (TV Mini-Series) (1 episode)

2010 Die Schwester (TV Movie)

2009 Vision

2007 Tatort (TV Series) (1 episode)

2006 I Am the Other Woman

2004 The Other Woman (TV Movie)

2003 Rosenstrasse

2000 Jahrestage (TV Mini-Series) (4 episodes)

1999 Dunkle Tage (TV Movie)

1999 Mit fünfzig küssen Männer anders (TV Movie)

1997 Winterkind (TV Movie)

1995 Das Versprechen

1993 Il lungo silenzio

1990 L'africana

1988 Three Sisters

1988/I Felix (segment "Eva")

1986 Rosa Luxemburg

1983 Sheer Madness

1981 Marianne & Juliane

1979 Sisters, or The Balance of Happiness

1978 The Second Awakening of Christa Klages

 

1975 The Lost Honor of Katharina Blum