არქივი → ფილმები → ხანგრძლივი სიჩუმე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: რეჟისორი ფოკუსში: მარგარეტე ფონ ტროტა
ქვეყანა: იტალია /გერმანია/საფრანგეთი
წელი: 1993

 

Zeit des Zorns

98 წთ, ფერადი

რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა სცენარი ფელიჩე ლაუდადიო ოპერატორი მარკო სპერდუტი მონტაჟი ნინო ბარალი, უგო დე როსი მუსიკა ენიო მორიკონე მონაწილეობენ კარლა გრავინა, ჟაკ პერენი, ალიდა ვალი, ოტავია პიკოლო, ანიეზე ნანო, ანტონელა ატილი, ჯულიანო მონტალდო, პაოლო გრაციოზი, ივანო მარესკოტი, ფრანკო რეკანტეზი

მარგარეტე ფონ ტროტას უკიდურესად აქტუალური პოლიტიკური თრილერი „ხანგრძლივი დუმილი" საოცრად შთამბეჭდავად ასახავს საზოგადოებას, რომელიც ანარქიის პირასაა. სულისშემძვრელი და სასტიკი ფილმი ბოლოს მაინც ოპტიმისტურად მთავრდება. ფილმი მოგვითხრობს წყვილის შესახებ. მეუღლე, მარკო, არის მოსამართლე, რომელიც სასამართლო მოკვლევაში მონაწილეობს. მან მთავრობის მინისტრების და ბიზნესმენების კორუფციის და იარაღის კონტრაბანდის შესახებ გამოძიების წარმოება უნდა დაიწყოს. ცოლი, კარლა, წარმატებული გინეკოლოგია, რომელსაც ქმრის უსაფრთხოების გამო წუხს. ფილმის პირველი ნაწილი ლამაზად ასახავს იმ საშინელ, შეზღუდულ ცხოვრების სტილს, რომელსაც წყვილი ეწევა. მათთვის საყვარელ რესტორანში წასვლა ლოგისტიკურ კოშმარად ქცეულა. მარკო თანდათან სულ უფრო მეტ სამხილს პოულობს ინფორმატორის საშუალებით და ამასთანავე, ანონიმური სატელეფონო ზარების წყალობით, მის ცხოვრებას უკვე მუდმივი საფრთხე ემუქრება.

Production:
Bioskop Film
Evento Spettacolo
K.G. Productions
Union P.N.
International sales:
Wild Bunch

 

მარგარეტ ფონ ტროტა

მარგარეტე ფონ ტროტა დაიბადა 1942 წლის 21 თებერვალს. გერმანელ კინორეჟისორს ახალი გერმანული კინოს „წამყვან ძალად“ მოიხსენიებენ. ფონ ტროტა კინონამუშევრების სოლიდური რაოდენობის ავტორია, რომლებისთვისაც მას, უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ჯილდო მიენიჭა. ის რეჟისორ ფოლკერ შლონდორფის მეუღლე იყო და მასთან ერთად მუშაობდა. მათი კოლაბორაცია წარმატებული იყო, თუმცა ფონ ტროტა თვლიდა, რომ შლონდორფთან მიმართებაში, მას მაინც მეორე პლანზე აღიქვამდნენ. ამიტომაც, მან სოლო კარიერა არჩია და „გერმანიის მოწინავე ქალი კინორეჟისორის სახელი დაიმკვიდრა. ის ომისშემდგომი ხანის გერმანული კინოს ისტორიაში საავტორო კინოს სტაბილურად ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია.“ ფონ ტროტას ნამუშევრებს, ზოგიერთი თვალსაზრისით, ინგმარ ბერგმანის 1960-70-იანი წლების ფილმებს ადარებდნენ.

ფონ ტროტას „მსოფლიოს მოწინავე ფემინისტი რეჟისორი“ უწოდეს. მისი ფილმები ქალების ახალი კუთხით წარმოჩენას ითვალისწინებს და ეხება როგორც ქალებს შორის (დებს, მეგობრებს და ა.შ.), ისე ქალებსა და მამაკაცებს შორის ურთიერთობებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტის ფონზე იშლება. ამის მიუხედავად, კინორეჟისორი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ის „ქალების ფილმებს“ იღებს.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2015 Die abhandene Welt

2012 Hannah Arendt

2012 Never for Love (TV Mini-Series) (1 episode)

2010 Die Schwester (TV Movie)

2009 Vision

2007 Tatort (TV Series) (1 episode)

2006 I Am the Other Woman

2004 The Other Woman (TV Movie)

2003 Rosenstrasse

2000 Jahrestage (TV Mini-Series) (4 episodes)

1999 Dunkle Tage (TV Movie)

1999 Mit fünfzig küssen Männer anders (TV Movie)

1997 Winterkind (TV Movie)

1995 Das Versprechen

1993 Il lungo silenzio

1990 L'africana

1988 Three Sisters

1988/I Felix (segment "Eva")

1986 Rosa Luxemburg

1983 Sheer Madness

1981 Marianne & Juliane

1979 Sisters, or The Balance of Happiness

1978 The Second Awakening of Christa Klages

1975 The Lost Honor of Katharina Blum