არქივი → ფილმები → ალოისი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: შვეიცარია /საფრანგეთი
წელი: 2016

 

Aloys

91 წთ, ფერადი

რეჟისორი: თობიას ნოელი სცენარი: თობიას ნოელი ოპერატორი: ზიმონ გაი ფესლერი მონტაჟი: თობიას ნოელი მუსიკა: ტომ ჰუბერი, ბეათ იეგენი მონაწილეობენ: გეორგ ფრიდრიჰი, ტილდე ფონ ოვერბეკი

ალოის ადორნი შუახნის კერძო დეტექტივია, რომელიც მამამისთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს. ის ცხოვრებას უსაფრთხო დისტანციის მანძილზე ხედავს, ვიდეოკამერის საშუალებით, რომლითაც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იღებს მასალას. თვალთვალის წყალობით, მას ჩანაწერების ძალიან დიდი კოლექცია დაუგროვდება, რომელსაც შეპყრობილივით უყურებს ხოლმე შინ. მაგრამ როდესაც მამა გარდაეცვლება, ალოისი მარტო რჩება და მისი მყუდრო არსებობა ინგრევა. ერთხელაც, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ალოისი ავტობუსში იღვიძებს და ხედავს, რომ მისი კამერა და ძვირფასი ჩანაწერები მოიპარეს. ცოტა ხანში, უცნობი ქალი შანტაჟის მიზნით ურეკავს. ის ჩნაწერების დაბრუნებას იმ პირობით თავაზობს, თუკი ალოისი ბურუსით მოცულ იაპონურ გამოგონებას, სახელწოდებით „მოძრავი ტელეფონი", მასთან ერთად მოსინჯავს, რომლის დროსაც წარმოსახვა მათი კავშირის ერთადერთ საშუალებად იქცევა. რაც უფრო ღრმად იჭრება ალოისი თამაშში, მით მეტად უყვარდება ხმა სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში. ქალი მის წინაშე სრულიად ახალ სამყაროს შლის, რამაც შეიძლება წერტილი დაუსვას ალოისის იზოლაციას და რეალურ სამყაროში გადაიყვანოს.

Production:
Hugofilm Productions
World sales:
NEW EUROPE FILM SALES

 

ტობიას ნოლე

თობიას ნოელი დაიბადა 1976 წელს, ციურიხში. ნიუ იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში სწავლობდა კინორეჟისურას. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რენე“ (2008) მსოფლიოს არაერთ კინოფესტივალზე აჩვენეს და რამდენიმე ჯილდოზ მიიღო, მათ შორის ლოკარნოს კინოფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ საუკეთესო შვეიცარიული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. ნოელი ფილმ „საოცრებათა მხარეს“ ერთ-ერთი რეჟისორია, რომლის პრემიერაც 2015 წლის ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა (საერთაშორისო კონკურსის სექციაში). „ალოისი“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მემონტაჟეც თვითონაა.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2003 Davis (short)

2004 Bernd (short)

2006 Kuckuck (short)

2006 Mes vacances (short)

2007 René (short)

2015 Heimatland

 

2016 Aloys