არქივი → ფილმები → უღმერთო
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ბულგარეთი /დანია/საფრანგეთი
წელი: 2016

 

Bezbog

99 წთ, ფერადი

რეჟისორი: რალიცა პეტროვა სცენარი: რალიცა პეტროვა ოპერატორი: კრუმ როდრიგესი, ჩეის ირვინი მონტაჟი: დონკა ივანოვა მონაწილეობენ: ირენა ივანოვა, ივან ნალბანტოვი, ვენცისლავ კონსტანტინოვი, ალექსანდრ ტრიფონოვი, დიმიტარ პეტკოვი

ბულგარეთის შორეულ სოფელში, განა დემენციით დაავადებულ მოხუცებს უვლის. ის მათ პირადობის მოწმობებს შავ ბაზარზე ყიდის. შინ განა უმუშევარ დედას არჩენს, რომელსაც თითქმის არც ელაპარაკება. მისი ურთიერთობას მანქანის მექანიკოს ბოიფრენდთან სიყვარულს ვერ დავარქმევთ - მათ შორის სექსუალური ლტოლვა გაქრა, სიახლოვე მორფინზე დამოკიდებულების გამო ნარჩუნდება. მედდის სინდისზე არაფერი ახდენს გავლენას - არც პაციენტის შემთხვევითი მკვლელობა, რომელიც მისი თაღლითური გარიგებების გამომჟღავნებით ემუქრება. ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა განა ახალი პაციენტის, იოანის მუსიკას ისმენს, რომლის პირადობის მოწმობაც მან გაყიდა. მოხუცი მამაკაცის მიმართ თანადათან სულ უფრო მეტი თანაგრძნობა განას მიძინებულ სინდისს აფხიზლებს და ის ცვლილებისთვის მზადაა. მაგრამ როდესაც იოანს თაღლითობისთვის იჭერენ, განა ხვდება, რომ „სამართლიანობა" დიდ ფასს მოითხოვს..

Production:
KLAS FILM, SNOWGLOBE
ALCATRAZ FILMS, FILM FACTORY

 

რალიცა პეტროვა

რალიცა დაიბადა ბულგარეთში და ცხოვრობს ინგლისში, ბულგარეთსა და საფრანგეთში. ადრეულ წლებში სწავლობდა სახვით ხელოვნებას, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ეროვნულ კინო და სატელევიზიო სკოლაში მხატვრული კინოს რეჟისურას. მისმა ფილმებმა მოწონება დაიმსახურა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა კანის, ბერლინის და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალები. ასევე, ნაჩვენები იყო სხვადასხვა სახელოვნებო პლატფორმებზე, მათ შორის - პარიზის პომპიდუს ცენტრში. მანამდე მას მიღებული აქვს Prix UIP, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ევროპული ფილმის ჯილდო ბერლინალეზე და ევროპის კინოაკადემიის პრიზზე იყო ნომინირებული. მის ფილმს „ღვთის მადლით“, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა, ამჟამად ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტში და ლონდონის თეით მოდერნში აჩვენებენ. მისმა სადებიუტო ნამუშევარმა „უღმერთოები“ 2013 წელს ტურინის კინოლაბორატორიის FrameWork-ის, 2015 წელს სარაევოს კინოფესტივალის კინობაზარ CineLink-ის და ლოს ანჯელესის Film Finishing Fund-ის ქალი რეჟისორებისთვის განკუთვნილი პრემიები.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2005 Lunchbreak (Short)

2007 Rotten Apple (Short)

2009 By the Grace of God (Short)

 

2016 Bezbog