არქივი → ფილმები → ბებო ცეკვავს მაგიდაზე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: შვედეთი 
წელი: 2015

 

Farmor dansar på bordet

85 წთ, ფერადი

რეჟისორი: ჰანა სკოლდი სცენარი: ჰანა სკოლდი ოპერატორი: იტა ზბრონიეც ზაიტი მონტაჟი: პატრიკ ფორსელი მუსიკა: ჯორჯო ჯიამპა ანიმაცია: დანიელ სვენსონი, ჰანა სკოლდი მონაწილეობენ: ბიანკა ენგსტრომი, ლენარტ იაკელი

ეინი 13 წლისაა. ის საზოგადოებისგან გარიყულად იზრდება, თავის სასტიკ მამასთან ერთად, რომელსაც გარე სამყაროსი ეშინია და ეინის გვერდიდან არ იშორებს. ის ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს შვილი, რომ გარე სამყარო და ადამიანები ბოროტები არიან და ყველაფერი, რაც სექსუალობასთან და ზრდასრულობასთანაა დაკავშირებული, სახიფათოა. ის ულმობელი დამოკიდებულება, რომლის მსხვერპლიც ეინი ხდება, თითქმის სრულიად აკარგვინებს საკუთარი „მე“-ს შეგრძნებას. მაგრამ ბუნების ძალებთან ურთიერთობის და უშრეტი წარმოსახვის წყალობით, ეინი ქმნის შინაგან სამყაროს, რომლისგანაც სასიცოცხლო ენერგიას იღებს. ეინის ბებიის ისტორია ანიმაციური გაგრძელების საშუალებითაა მოთხრობილი და ანიმაციური თოჯინები წარმოსახვის და სისასტიკის შესახებ გვიამბობენ ისე, რომ სინამდვილე და წარმოსახვა, წარსული და აწმყო ერთმანეთს უკავშირდება.

Production
Film Republic
International Sales
Tamasa Distribution

 

ჰანა სკოლდი

„ბებია ცეკვავს მაგიდაზე“ ჰანა სკოლდის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინოხელოვნების განხრით, გეტებორგის ვალანდის კინოაკადემიისგან. ჰანა სკოლდი ახლებური ხერხებით ცდილობს თავისი ფილმების შექმნას, დაფინანსებას და დისტრიბუციას მაყურებელთან ინტერაქციის გზით და ამ მიზნისთვის ტრანსმედიურ თხრობას და ე.წ. „ქრაუდფანდინგს“ იყენებს. 2010 წელს, ფილმისთვის „ბებია ცეკვავს მაგიდაზე“ მან Arte Power to the Pixel Pitch Prize მიიღო ლონდონში, ხოლო 2011 წელს მიიღო MEDEA-ს პრიზი კო-პროდუქციისთვის შვედეთში და MEDIA-ს ნიჭიერი ევროპელი კინომოღვაწეებისთვის განკუთვნილი პრიზი კანში.

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2009 Nasty Old People

2011 Tantlängtan (Short)

2015 Hilma (Short)

2015 Granny's Dancing on the Table