არქივი → ფილმები → ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2016

 

Ernelláék Farkaséknál

81 წთ, ფერადი

რეჟისორი: საბოლჩ ჰაიდუ სცენარი: საბოლჩ ჰაიდუ ოპერატორი: შაბა ბონტო, ფლორა ჩილტონი, დევიდ გაიდიჩი, ბეტი ჰეიუსი, მარტონ კისტელეკი, აკოშ კ. კოვაჩი, პიტერ მიშკოლცი, პიტერ პასტორი, ტამას შიმონი, მარკ სალაი, გაბორ სილაგი, გერგეი ტიმარი, ლევენტე ტოტი მონტაჟი: ვივი პაპი მონაწილეობენ: ერიკა ტანკო, ორშოია ტოროკ-იიეში, საბოლჩ ჰაიდუ, დომოკოშ საბო, ლუიზა ჰაიდუ, ჟიგმონდ ჰაიდუ, იმრე გელანი, აგოტა სილაგი

ესთერს, მის მეუღლეს - ფარკასს და მათ ხუთი წლის ვაჟს, ბრუნოს, შუაღამისას მოულოდნელი სტუმარი ეწვევათ. ესთერის და, ერნელა, მისი მეუღლე ალბერტი და ქალიშვილი ლორა შოტლანდიაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ დაბრუნდნენ. მატი მოლოდინი არ გამართლდა და ისინი შოტლანდიაში ვერ მოეწყვნენ. მალე ცხადი ხდება, რომ ეს ორი ოჯახი ვერასდროს უგებდა ერთმანეთს.

Production:
Filmworks Ltd., Foxus Fox Studio, Latokep Ensemble
Sales:
BIG BANG MEDIA

 

საბოლჩ ჰაიდუ

საბოლჩ ჰაიდუ სცენარისტი, მსახიობი, თეატრის და კინოს რეჟისორია. 2000 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის თეატრალური და კინოხელოვნების უნივერსიტეტი, კინორეჟისორის სპეციალობით. 2003 წლიდან მან ჩაატარა მრავალი ვორკშოპი და მასტერკლასი მსახიობის ხელოვნებასა და კინორეჟისურაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში და კინოფორუმებზე უნგრეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და მექსიკაში. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „უსიამოვნო გარემოებები“ (2000) უნგრეთის კინოკვირეულზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მოიპოვა, ხოლო კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ახალგაზრდობა“ - ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. მისი ისეთი ფილმები, როგორებიცაა „თამარა“ (2004) და „ჰოლივუდს გარეთ“ (2007) ასევე დადებითად შეაფასეს საერთაშორისო მასშტაბით. 2006 წელს გადაღებული ფილმის „თეთრი ხელისგულები“ პრემიერა კანის ფესტივალზე, რეჟისორების ორკვირეულზე შედგა და კარლოვი ვარის 41-ე საერთაშორისო კინოფესტივალის „აღმოსავლეთ-დასავლეთის კონკურსის“ სექციაში ჟიურის სპეციალური დიპლომი გადაეცა. ფილმი შთაგონებულია რეჟისორის ბავშვობისდროინდელი მოგონებებით და მისი ძმის - პროფესიონალი ტანმოვარჯიშის გამოცდილებით. 2010 წელს გადაღებული ფილმის „პასკალის ბიბლიოთეკა“ პირველად ბელინალეზე აჩვენეს და მთელ მსოფლიოში არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2010 და 2011 წლებში „თეთრი ხელები“ და „პასკალის ბიბლიოთეკა“ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოზე იყო წარდგენილი უნგრეთის მხრიდან. მისი კინონამუშევარი „მირაჟი“ პირველად 2014 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

1997 Necropolis (Short)

1998 Kicsimarapagoda (Short)

2001 Macerás ügyek

2004 Tamara

2006 Hétköznapi enciklopédia I (Short)

2006 White Palms

2007 Off Hollywood (TV Movie)

2010 Bibliothèque Pascal

2012 East Side Stories (segment "'The Wild Side'")

2014 Mirage

2015 The Gambler

 

2016 It's Not the Time of My Life