არქივი → ფილმები → დამიხსენი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: იტალია /საფრანგეთი
წელი: 2016

 

Liberami

98 წთ, ფერადი

რეჟისორი ფედერიკა დი ჯიაკომო სცენარი ფედერიკა დი ჯიაკომო ოპერატორი გრეტა დე ლაძარისი, კარლო სისალი მონტაჟი ალინ ერვი, ედოარდო მორაბიტო

ყოველწლიურად, იტალიაში, ევროპაში და მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ამტკიცებს, რომ სატანათი არიან შეპყრობილი. კათოლიკური ეკლესია ამ რთულ ვითარებას იმით პასუხობს, რომ სულ უფრო მეტ ეგზორცისტ მღვდელს წვრთნის. ვეტერანი მამა კატალდო ერთ-ერთი მათგანია. გლორია, ენრიკო, ანა და ჯულია მამა კატალდოს მრევლში არიან და ამ დაავადებისგან განკურნების იმედი აქვთ, რომლისთვისაც ვერც სახელი მოუძებნიათ და ვერც პასუხი. ფილმი ეგზორციზმის პრაქტიკაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების პრობლემებზე მოგვითხრობს. ძველი ტრადიციები და ახალი წეს-ჩვეულებები, საღვთო და საერო, მათ შორის განსხვავებები ერთადაა წარმოდგენილი ამ დოკუმენტური ფილმში და, ერთსა და იმავე დროს, შემაშფოთებელიცაა და მხიარულიც.

Production:
Mir Cinematografica S.r.l, Opera Films
International sales:
True Colours

 

ფედერიკა დი ჯიაკომო

ფედერიკა დი ჯიაკომო არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „ცხოვრების გროტესკული მხარე“ (2006), „თავი დამანებე“ (2016) და „საცხოვრებელი“ (2009).

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Libera Nos (Documentary)

2009 Housing

2006 The Grotesque Side of Life