არქივი → ფილმები → მკვლელი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: აზერბაიჯანი /ფინეთი
წელი: 2015

 

The Murderer

120 წთ, ფერადი

რეჟისორი: ქამრან შაჰმარდანი სცენარი: ელჩინი ოპერატორი: მიხეილ მაღალაშვილი მონტაჟი: დიმიტრი ლობჟანიძე, ელშად რაჰიმოვი, ხანლარ აღაევი მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე, აპოლონ კუბლაშვილი

ახალგაზრდა მამაკაცი ფულის იოლად საშოვნელად ქალებს ხვდება. მაგრამ ერთ დღეს გაიცნობს ქალს, თავისი სკოლის მასწავლებელს, რომელიც ერთ დროს უყვარდა. მათ შორის სასიყვარულო გრძნობის გაღვივების მიუხედავად, ის მაინც გაძარცვავს ქალს. ამ ამბის გამო, მამაკაცი თავს უხერხულად გრძნობს. უიმედო და სასოწარკვეთილი კაცი საკუთარ თავსაც ტანჯავს და შეყვარებულსაც. ქალს, რომელიც სულიერად მასზე ძლიერია, უყვარს ის და ცდილობს, გადაარჩინოს. ეს ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება, რადგანაც მსხვერპლი თავიდანვე მხსნელს (მკვლელს) ეძებდა.

Production:
AZERBAIJANFILM Studio
World sales:
New Europe Film Sales

 

ქამრან შაჰმარდანი

ქამრან შაჰმარდანი დაიბადა ბაქოში 1972 წელს. 1999 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის ხელოვნების აკადემიის პროდიუსეთა სკოლა. თითქმის 10 წლის მანძილზე, ის სინთეზური ჟანრის „შავ-თეთრ თეატრში“ მუშაობდა რეჟისორად, რომელიც მან იმატრაში დააარსა. ამჟამად ის ჰელსინკის მუნიციპალურ თეატრში მუშაობს. მან ბაქოს თეატრ „იბრუსში“ ფრანგი დრამატურგის, ჟან კოქტოს პიესა „ადამიანის ხმა“ დადგა.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

DIRECTOR:Beckett ”Play” Documentary film: Performance today, like the language, The snow of the last Winter The Murderer ACTOR in movies: A box from the fortress, The knights of the black lake Live wire (Cheerleader) A signal from the sea The 36 frames