არქივი → ფილმები → კარგი ცოლი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: სერბეთი /ბოსნია-ჰერცეგოვინა/ხორვატია
წელი: 2016

 

Dobra žena

90 წთ, ფერადი

რეჟისორი: მირიანა კარანოვიჩი სცენარი: მირიანა კარანოვიჩი, სტევან ფილიპოვიჩი, დარკო ლუნგულოვი ოპერატორი: ეროლ ზუბრევიჩი მონტაჟი: ლაზარ პრედოიევი მუსიკა: დეიან პეიოვიჩი მონაწილეობენ: მირიანა კარანოვიჩი, ბორის ისაკოვიჩი, ბოიან ნავოიეცი, იასნა დურიჩიჩი, კსენია მარინკოვიჩი, ვლადო კეროსევიჩი, ჰრისტინა პოპოვიჩი, ერმინ ბრავო

მილენა შუახნის გათხოვილი ქალი და დედაა, რომელიც ბელგრადის მდიდრულ გარეუბანში, მაღალი ჭიშკრის მიღმა კომფორტულად ცხოვრობს. ის მშვიდად ზრუნავს გარეგნობაზე, მორჩილად ამზადებს კერძებს და ართობს სხვებს, მეგობრებს გუნდის პრაქტიკულ მეცადინეობებზე ხვდება. მას სექსი აქვს თავის ქმართან და ისინი მხიარულად ურთიერთობენ ძველ მეგობრებთან. მაგრამ მოუსვენარი სინამდვილე თანდათან იჭრება მილენას ცნობიერებაში და მის მოწესრიგებულ სამყაროს ანგრევს. ერთ დღეს, რეცხვის დროს, ის აღმოაჩენს ვიდეოფირს, რომელიც მის ქმარს საშინელ სამხედრო დანაშაულში ამხელს.

Production:
Cineplanet
This&That Production
World sales:
FILMS BOUTIQUE

 

მირიანა კარანოვიჩი

მირიანა კარანოვიჩი სერბი მსახიობია, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში გადაღებულ ფილმებში შესრულებული ბევრი მნიშვნელოვანი კინოროლითაა ცნობილი. მისი კინოდებიუტი 1980 წელს, სრდან კარანოვიჩის ფილმში „პეტრიას გვირგვინი“ შედგა. მსოფლიო აღიარება მოუტანა დედის როლმა ემირ კუსტურიცას ფილმში „როცა მამა საქმეზე იყო“. „კარგი ცოლი“ მირიანას სარეჟისორო დებიუტია, რომელის სცენარიც სტევან ფილიპოვიჩთან ერთად დაწერა. ფილმის პრემიერა 2016 წელს, სანდენსის ფესტივალზე შედგა.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

 

2016 A Good Wife