არქივი → ფილმები → სიყვარულის შემდეგ
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: საფრანგეთი /ბელგია
წელი: 2016

 

L'économie du couple

100 წთ, ფერადი

რეჟისორი: იოაჰიმ ლაფოსი სცენარი: მაზარინ მანჟუ, ფანი ბურდინო, იოაჰიმ ლაფოსი, თომას ვან შაილე ოპერატორი: ჟან-ფრანსუა ჰენსგენსი მონტაჟი: იან დედე მონაწილეობენ: ბერენის ბეჟო, სედრიკ კანი, იადე სუნჩენსი, მარგო სუნჩენსი, მარტე კელერი

15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მარი და ბორისი განქორწინებას გადაწყვეტენ. მარიმ იყიდა ბინა, სადაც თავიანთ ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბორისმა ბინა თავიდან ბოლომდე განაახლა. ამიტომაც ის ახალი სახლის ძებნას არ აპირებს. მათ ისღა დარჩენიათ, რომ ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ. ყველაფრის შემდეგ, დათმობას არცერთი არ აპირებს.

Production:
Les Films du Worso
Versus Production
International Sales:
Le Pacte

 

იოაჰიმ ლაფოსი

იოაჰიმ ლაფოსი დაიბადა 1975 წელს, ბელგიაში. დაამთავრა Institut des Arts de Diffusion, ლუვენ-ლა-ნიოვში და გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Tribu (2001), რომელმაც ნამიურის კინოფესტივალზე საუკეთესო ბელგიური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ჯილდო დაიმსახურა. 2012 წელს გადაღებული ფილმი „ჩვენი შვილები“ კანის კინოფესტივალის განსაკუთრებული ხედვის სექციაში მოხვდა და ამერიკული კინოაკადემიის პრემიაზე წარადგინეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

 

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2001 Tribu (Short)

2004 Private Madness

2006 Ça rend heureux

2006 Private Property

2008 Private Lessons

2010 Avant les mots (Short)

2012 Our Children

2015 The White Knights

 

2016 After Love