არქივი → ფილმები → ანას ცხოვრება
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

ანას ცხოვრება

108 წთ, ფერადი

რეჟისორი: ნინო ბასილია სცენარი: ნინო ბასილია ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი მონტაჟი: ნიკოლოზ ტარიელაშვილი მონაწილეობენ: ეკატერინე დემეტრაძე, ლაშა მურჯიკნელი, ლალი ოქროშიძე, ლამზირა ჩხეიძე, კესო მაისურაძე, კონსტანტინე ჯანჯღავა, ლუკა ჩაჩიბაია

„ანას ცხოვრება" მოგვითხრობს ახალგაზრდა მარტოხელა დედაზე, ანაზე, რომელსაც საკუთარი და ბავშვთა სახლში მცხოვრები, მისი აუტიზმით დაავადებული შვილის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედი აქვს. ამიტომაც გადაწყვეტს, რომ სამუშაოს საძებნელად შეერთებულ შტატებში წავიდეს. თუმცა, აშშ-ს საელჩო ვიზას არ აძლევს. ანა რისკზე მიდის და სახლს ყიდის. შემდეგ ფულს უცხო მამაკაცს აძლევს, რომელიც პირდება, რომ ვიზას უშოვნის. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება და ანას ცხოვრება თავდაყირა დგება.

Production:
STUDIO 99
World sales:
NEW MORNING FILMS

 

ნინო ბასილია

დაიბადა საქართველოში. არის კინორეჟისორი და სცენარისტი. სწავლობდა სცენარისტთა და კინორეჟისორთა სკოლაში, ასევე თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა. მის მრავალრიცხოვან ფილმთაგან, ნამუშევარმა „6 ½ წუთი“ მოსკოვის კინოფესტივალზე გაიმარჯვა.2016 წელს ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი ფილმი „ანას ცხოვრება“ ნომინირებული იყო ინგმარ ბერგმანის სახელობის პრემიაზე გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, შვედეთში, მოიპოვა ვალენსიის კინოფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო არასისის კინოფესტივალზე, საფრანგეთში. მოგვიანებით „ფილმმა“ არგენტინაში, საერთაშორისო კინოფესტივალ Construir Cine-ზე მთავარი ჯილდო - Merit Award მიიღო.

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2006 Photo 3X4 (Documentary)

2006 A Crack

2006 Such is Love

2006  6 ½ Minutes

2007 Almond House (Documentary)

2008 gruzinebi.ru (Documentary)

 

2016 Anna's Life