არქივი → ფილმები → პატარა ადამიანების მიწა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ისრაელი 
წელი: 2016

 

Land of the Little People

83 წთ, ფერადი

რეჟისორი: იანივ ბერმანი სცენარი: იანივ ბერმანი ოპერატორი: რამი კაცავი მონტაჟი: ოზ გუტმანი, ზივ კარშენი მუსიკა გად ემილ ცაიტუნი მონაწილეობენ: მაორ შვიტცერი, ოფერ ჰაიუნი, ბენ სელა, ამით ჰეჩტერი, იდო კესტლერი, მიშელ პრუზანსკი, ლიორ როხმანი

ოთხი ბიჭი, რომლებიც სამხედრო ოფიცრების ოჯახებით დასახლებულ სოფელში ცხოვრობენ, პატარა ბანდას აყალიბებენ. ველურ მინდორში მდებარე ძველი, მიტოვებული სამხედრო ბაზა მათ ბანაკად იქცევა. ისრაელში მორიგი ომი იწყება. მამაკაცების უმრავლესობა ქვეყნის დასაცავად, ჯარში მიდის. აღელვებული დედები ტელევიზორების წინ სხედან და გამუდმებით ახალ ამბებს უსმენენ. უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები კი, საკუთარ ნებაზე, თავიანთ ბანაკში ბრუნდებიან. მათდა გასაოცრად, ისინი იპოვიან ორ დეზერტირ ჯარისკაცს, რომლებიც მათ ბანაკს სამალავად იყენებენ. ბავშვები ცდილობენ, დაკარგული ტერიტორია დაიბრუნონ, მაგრამ ჯარისკაცები გამაგრებული არიან. ჯგუფებს შორის ულმობელი ბრძოლა იწყება და ჯარისკაცები, რომლებმაც გარეთ მიმდინარე ომს თავი შეაფარეს, სულ სხვა ომში ჩაერთნენ, რომელიც არანაკლებ სახიფათო და სისხლისმღვრელი აღმოჩნდება.

Production:
Fresco Films
Noescapeteam
Royal Rat Productions
World sales:
Pluto Film

 

იანივ ბერმანი

იანივი დაიბადა ჰაიფაში (ისრაელი), სწავლობდა თელ-ავივის უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის დეპარტამენტში და ხელოვნების მაგისტრის დიპლომი მიიღო. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბავშვებმაც კი ყველაფერი მარტივიდან დაიწყეს“, რომელიც ბავშვების მიერ სკოლის ხელმძღვანელობის ხელში ჩაგდებაზე მოგვითხრობს, 2006 წლის კანის ფესტივალის CINÉ FONDATION-ის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ბერმანი ექვსი წელი იღებდა დოკუმენტურ ფილმს ისრაელის თავდაცვის ჯარების რეზერვისტ ჯარისკაცების ასეულის შესახებ, რომელიც შემდეგ ჯილდოების მფლობელ ფილმად „ალფას დღიურები“ იქცა. „პატარა ხალხის მიწა“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც, წინა ნამუშევრების მსგავსად, სასტიკ მილიტარისტულ საზოგადოებაში ჯარისკაც ბავშვებად ქცევის მტკივნეულ პროცესზე გვიამბობს.

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2006 Even Kids Started Small (Short Narrative)

2007 The Alpha Diaries (Documentary)

 

2016 Land of the Little People (Narrative Feature)