არქივი → ფილმები → გიჟივით
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: იტალია /საფრანგეთი
წელი: 2016

 

La pazza gioia

118 წთ, ფერადი

რეჟისორი: პაოლო ვირძი სცენარი: ფრანჩესკა არკიბუჯი, პაოლო ვირძი ოპერატორი: ვლადან რადოვიჩი მონტაჟი: ჩეჩილია ძანუსო მუსიკა: კარლო ვირძი მონაწილეობენ: ვალერია ბრუნი ტედესკი, მიკაელა რამაცოტი, ვალენტინა კარნელუტი, ტომაზო რანიო, ბობ მესინი, სერჯიო ალბელი, ანა გალიენა, მარია ბორინი, მარკო მესერი, ბობო რონდელი, მარია გრაცია ბონი, მიმა პირე

ბეატრისი ენაჭარტალა ფანტაზიორია, თვითმარქვია მილიარდერი გრაფის ასულია, რომელსაც უყვარს იმაზე საუბარი, რომ მსოფლიო ლიდერებს ახლოს იცნობს. დონატელა ტანმოსვირინგებული ინტროვერტი, სუსტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც თავის იდუმალებით მოცულ სამყაროშია ჩაკეტილი. ისინი, ორივე, ვილა ბიონდის - ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები არიან. პაოლო ვირძის ახალი ფილმი მოგვითხრობს არაპროგნოზირებადი და გულისამაჩუყებელი მეგობრობის შესახებ, რაც ორ ქალს შორის წარმოიშობა, როდესაც ისინი სულიერად ავადმყოფთა დასწესებულებიდან სიყვარულის და ბედნიერების ძიებაში ღია საგიჟეთში - სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანების სამყაროში გარბიან.

Production:
Lotus Productions
Manny Films
Rai Cinema
World sales:
BAC FILMS INTERNATIONAL

 

პაოლო ვირზი

პაოლო ვირძი დაიბადა ლივორნოში (იტალია), 1964 წელს. შემდეგ წავიდა რომში, სადაც კინოსკოლაში Centro Sperimentale di Cinematografia, სასცენარო ფაკულტეტზე სწავლობდა. მან, ფურიო სკარპელისთან ერთად, დაწერა სცენარი ჯულიო მონტალდოს ფილმისთვის „მკვლელობის დრო“, რომელიც ენიო ფლაიანოს რომანს ეფუძნებოდა და მასში მთავარი როლი ნიკოლას ქეიჯმა ითამაშა. 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში, მან ასევე დაწერა სცენარები გაბრიელე სალვატორესის ფილმისთვის „ტურნეში“ (1990), ფელიჩე ფარინას ნამუშევრისთვის „კონდომინიუმი“ (1991) და რობერტო ჯიანარელის ფილმისთვის „ისტორიული ცენტრი“ (1982). ის, ასევე, თანამშრომლობდა ცნობილ ნეაპოლელ მწერალ რაფაელე ლა კაპრიასთან სატელევიზიო ფილმზე, რომელიც ალბერტო ნეგრინიმ გადაიღო. ფილმი ბეპე ფენოლიოს ნაწარმოების, „პირადი საქმის“ მიხედვით გადაიღეს და მასში ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, ფილმის „ოთხი ხედით“ მსახიობი რუპერტ გრეივსი მონაწილეობდა.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Like Crazy

2013 Human Capital

2012 Every Blessed Day

2010 The First Beautiful Thing

2009 L'uomo che aveva picchiato la testa (Video documentary)

2008 Tutta la vita davanti

2006 N (Io e Napoleone)

2004 Giovani talenti italiani (Video) (segment "Professionismo")

2003 Caterina in the Big City

2002 My Name Is Tanino

2001 La strana coppia. Incontro con Age e Scarpelli (Documentary)

1999 Provino d'ammissione (Short)

1999 Baci e abbracci

1997 Hardboiled Egg

1996 Intolerance (segment "Roma Ovest 143")

1996 Ferie d'agosto

1994 La bella vita