არქივი → ფილმები → მამაჩემის ფრთები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: თურქეთი 
წელი: 2016

 

Babamin Kanatlari

101 წთ, ფერადი

რეჟისორი: კივანს სეზერი სცენარი: კივანს სეზერი ოპერატორი: იორგ გრუბერი მონტაჟი: ენდრიუ ბერდი უმუთ საკალიოღლუ კივანს სეზერი მუსიკა: ბაჟარი მონაწილეობენ: მენდერეს სამანჯილარი, მუსაბ ეკიჯი, თანსელ იონჯილი, კიუბრა კიპი

იბრაჰიმი მშენებლად მუშაობს ძვირადღირებული, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. მას არასტაბილური შემოსავალი აქვს, მაგრამ ოჯახის შესანახად მაინც ყოფნის. ოჯახის წევრები ქალაქგარეთ, ნათესავებთან ცხოვრობენ. მოულოდნელად მას ფილტვების სიმსივნეს დაუდგენენ, რაც მის ცხოვრებას კალაპოტიდან აგდებს და უახლოესი მომავლისთვისაც კი არავითარი პერსპექტივა აღარ ჩანს. ერთხელ ვრცელდება ჭორი, რომ სამშენებლო კომპანიამ ერთი დაღუპული თანამშრომლის ოჯახს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა. ამის შემდეგ, იბრაჰიმს ორიგინალური აზრი იპყრობს.
რეჟისორის საოცრად პროფესიონალური სადებიუტო ნამუშევარი სისტემიდან მომდინარე საფრთხის შესახებ გვიამბობს, რომელიც მშრომელებს აიძულებს, ეკონომიკურ განვითარებას საკუთარი სიცოცხლე შეწირონ. ოცნებებით და სურვილებით აღსავსე სამყაროში, სადაც მომავალი შეიძლება ხელსაყრელ პროდუქტად იქცეს, ფილმი „მამაჩემის ფრთები" წარმოგვიჩენს ერთი მამაკაცის ღირსებას, რომელსაც მომავლის იმედი ეკარგება და წინა პლანზე წამოწევს მის შინაგან სიძლიერეს, როდესაც ის ოჯახის გამო მსხვერპლშეწირვას გადაწყვეტს.

Production:
Nar Film
World sales:
Nar Film

 

კივანს სეზერი

კივანს სეზერი დაიბადა 1982 წელს, ანკარაში. ის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და იქ კინორეჟისორის კარიერა დაიწყო. ის იტალიაში მემონტაჟის სპეციალობას, ორი წლის მანძილზე, ბოლონიის სინემატეკაში სწავლობდა. იქ ყოფნის დროს მან რამდენიმე მნიშვნელოვანი რეჟისორი გაიცნო, რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს. 2009 წელს ის თურქეთში დაბრუნდა და სატელევიზიო პროექტების და დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ დაიწყო მუშაობა. ამას გარდა, მან რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო, რომლებიც სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. „მამაჩემის ფრთები“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2012 Game of Hera

 

2016 Babamin Kanatlari (My Father’s Wings)