არქივი → ფილმები → ტალღები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2016

 

Fale

71 წთ, ფერადი

რეჟისორი: გჟეგოჟ ზარიჩნი სცენარი: გჟეგოჟ ზარიჩნი ოპერატორი: ვერონიკა ბილსკა მონტაჟი: ბარტეკ პიეტრასი მონაწილეობენ: ეკატერინე დემეტრაძე, ლაშა მურჯიკნელი, ლალი ოქროშიძე, ლამზირა ჩხეიძე, კესო მაისურაძე, კონსტანტინე ჯანჯღავა, ლუკა ჩაჩიბაია ანა კესეკი, კატაჟინა კოპეჩი, თომაშ შიმშაინერი, ბეატა შიმშაინერი, ედიტა ტორჰანი, იოლანტა ოლჟევსკა, არტურ კრაიევსკი

სულ ცოტაც და ანია და კასია უკვე სრულწლოვანები გახდებიან. ისინი თმის სტილისტთან გადიან წვრთნას და მათი მომავალი ნათელი ჩანს. კასია უფრო უნარიანია, ვიდრე ანია, რომელმაც თმის ქიმიურად დახვევის ტექნიკა ვერ აითვისა. მაგრამ ამ უკანასკნელს შინაც პრობლემები აქვს, იმის მიუხედავად, რომ მშობლებს მაინცდამაინც არცერთი გოგონასი არ ესმის. პატარა თმის სალონი კრაკოვის გარეუბანში, ნოვა ჰუტაში და გაუკაცრიელებული, დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ეს სალონი მდებარეობს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანი მომენტების მოსმწრეა, რაც უზრუნველ ბავშვობასა და სრულწლოვანებასთან დაკავშირებულ სირთულესა და დათმობებს შორის ხდება. ავთენტურობის შთაბეჭდილებას (რაც ჩეხური ახალი ტალღის ფილმებს მოგვაგონებს) ის აძლიერებს, რომ ამ წარმოსახვით ისტორიაში მტკიცე ხასიათის მქონე ორი გოგონას როლს ქარიზმატული, არაპროფესიონალი მსახიობები და რეალურად მომავალი თმის სტილისტები ასრულებენ.

Production:
A Munk Studio
World sales:
A Munk Studio

 

გჟეგოჟ ზარიჩნი

გჟეგოჟ ზარიჩნი დაიბადა პოლონეთში, 1983 წელს. ის კრაკოვის გარეუბანში, პატარა სოფლის ფერმაში გაიზარდა და დღემდე იქ ცხოვრობს. გჟეგოჟმა 2008 წელს ანჯეი ვაიდას კინორეჟისურის სკოლაში სწავლობდა. ის კინორეჟისურას, ასევე, კატოვიცეს სილეზიის უნივერსიტეტში, ქშიშტოფ კიშლოვსკის სახელობის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე ეუფლებოდა. ცოტა ხნით, გჟეგოჟი ფოკლორულ ცეკვებს ცეკვავდა და საფეხბურთო მატჩებზე მსაჯი იყო, რაც ნაწილობრივ იქცა კიდეც მისი შთაგონების წყაროდ ფილმისთვის „სტვენა“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2013 წლის იანვარში ფილმმა სანდენსის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ჯილდო დაიმსახურა, ასევე პრემიები მიიღო ლიტვაში (ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალი), სლოვაკეთში (Febiofest), უკრაინაში (Molodist), ესპანეთში (Documenta Madrid) და დიდ ბრიტანეთში (Open City Docs Fes). 2013 წლის ნოემბერში ბილბაოში (ესპანეთი), ბასკურ ფესტივალზე ZINEBI პირველი პრიზი მოიპოვა.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2011 The Dog Hill (Documentary short)

2013 The Whistle (Short)

 

2016 Waves