არქივი → ფილმები → ჟალეიკა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: გერმანია /ბულგარეთი,
წელი: 2016

 

Zhaleika

92 წთ, ფერადი

რეჟისორი: ელიზა პეტკოვა სცენარი: ელიზა პეტკოვა ოპერატორი: კონსტანცე შმიტი მონტაჟი: ჰანეს მარგეტი, ელიზა პეტკოვა მუსიკა: ჰანეს მარგეტი მონაწილეობენ: ანა მანოლოვა, სნეჟინა პეტროვა, მიჰაილ სტროიანოვი, მარია კლეჩევა, სტოიკო ივანოვი, ბოიანა გეორგიევა, ასია პოპოვა, მარტონ ნაგი

17 წლის გოგონას, სახელად ლორას, მამის გარდაცვალებასთან შეგუება უწევს. ბულგარეთის პატარა სოფელში, სადაც თითქოს დრო გაჩერებულია, მისი ოჯახი და სოფლის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ის გლოვას არასდროს შეწყვეტს. დღეიდან მან შავი ტანსაცმელი უნდა ატაროს, მუსიკას არ უნდა უსმინოს და სამგლოვიარო რიტუალებს დაესწროს. მაგრამ ლორას უნდა, რომ ახალგაზრდობით დატკბეს. ნორმალურად ცხოვრების საშუალებას მას სხვების კრიტიკული მზერა არ აძლევს. საზოგადოება მას ობოლი გოგოს როლის შესრულებას აიძულებს.

Production:
Deutsche Film- und Fernsehakademie Berlin
World sales:
Deutsche Film- und Fernsehakademie Berlin

 

ელიზა პეტკოვა

დაიბადა 1983 წელს, ველიკო ტარნოვოში (ბულგარეთი). დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფიის და თანამედროვე იაპონური ენის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ის ბერლინში თავისუფალ რეჟისორად მუშაობდა, სადაც თავდაპირველად დოკუმენტურ კინოში მოღვაწეობა გადაწყვიტა. 2011 წელს, მან გერმანიის კინო- და ტელევიზიის აკადემიაში ჩააბარა, სარეჟისორო ფაკულტეტზე. მას გადაღებული აქვს არაერთი ფილმი, რომლებიც ბევრ კინოფესტივალზე აჩვენეს. 2015 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „არმყოფი“ კანის კინოფესტივალის Cinéfondation-ის ნომინაციაში მოხვდა. „ჟალეიკა“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

Filmography:

2010 Stille Post

2011 Willkommen Zuhause

2012 Im Kreis

2013 Mein Sohn

2014 Abwesend

2014 Zur Rechten Zeit

2015 Harmonia

2015 Nabelschnur

 

2016 Zhaleika