არქივი → ფილმები → სხვისი სახლი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო /რუსეთის ფედერაცია/ესპანეთი/ხორვატია
წელი: 2016

 

skhvisi sakhli

103 წთ, ფერადი

რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე სცენარი: რუსუდან გლურჯიძე, დავით ჩუბინიშვილი ოპერატორი: გორკა გომეს ანდრეუ მონტაჟი: გრიგოლ ფალავანდიშვილი, დმიტრი ჩისტიაკოვი, ლევან კუხაშვილი მუსიკა: დუსან მაქსიმოვსკი, ალექსეი ვორობიოვი მონაწილეობენ: ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ბრანკო დიურიჩი, ეკატერინე ჯაფარიძე, ალექსანდრე ხუნდაძე

ორი ოჯახი ფიზიკურად გადაურჩა ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ სამოქალაქო ომს. ისინი გამარჯვებულების მხარეს არიან და დამარცხებულების მიერ ნაჩქარევად დატოვებული სახლები ერგებათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ახალი ცხოვრების მშვიდად დაწყებას ვერ ახერხებენ: ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება, ვინაიდან ბრძოლები მათ შორის მაინც იმართება.

Production:
Cinetech Film, Liga Production, Kinoscopik, SARKE Group, Embrio
World sales:
TATOFILM

 

რუსუდან გლურჯიძე

დაიბადა 1972 წლის 21 ივლისს, თბილისში (საქართველო). 1989-1991 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის

სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, 1990-1996 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის სარეჟისორო და სასცენარო ფაკულტეტზე (გიორგი შენგელაიას სახელოსნო). რუსუდან გლურჯიძის ფილმებს არაერთი წარმატება და ჯილდო ხვდა წილად სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისმა უკანასკნელმა ნამუშევარმა „სხვისი სახლი“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 2013 წელს ფილმი 10 ევროპულ პროექტს შორის შეარჩია BEST-მა (The Baltic Bridge East by West), რომელიც „ევროპის აუდიოვიზუალური მეწარმეების“, „მედია მუნდუსის“ და ლოკარნოს საერთშორისო კინოფესტივალის სექციის - Open Doors-ის მიერ იყო ორგანიზებული

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

1995 Nocturne

1995 Oscar

2016 House of Others